მულტისამყარო – მისი არსებობის მიზეზები

 შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვენი სამყარო ერთად ერთი-არაა, არამედ ნაწილია სამყაროთა სიმრავლისა, რომელსაც ”მულტისამყარო” ეწოდება.  ეს კონცეფცია შეიძლება ფანტასტიკად მოგვეჩვენოს, თუმცა არსებობს საკმაოდ მყარი ბაზა, რომელიც მის მართებულებაზე მეტყველებს. მულტისამყაროს არსებობის სასარგებლოდ კოსმოლოგიის სპეციალისტები, ასტრნომები და ფიზიკოსები ლაპარაკობენ. წარმოგიდგენთ ყველაზე უფრო გავრცელებული შემეცნებითი თეორიების ხუთეულს, რომლებიც მოწმობენ, რომ ჩვენ მულტისამყაროში ვცხოვრობთ.

 უსასრულო სამყაროები

 მეცნიერებს დღევანდელ დღემდე არ შეუძლიათ დაადგინონ, როგორია დრო-სივრცის ფორმა, თუმცა, ერთ-ერთ თვალსაზრისთან თანხმობით, ის უსასრულოდ ბრტყელია(ინფლაცია). თუ სივრცე და დრო უსასრულოა, მაშინ რომელიმე წერტილზე მისი განმეორება უნდა მოხდეს, რადგან დრო-სივრცეში ნაწილაკების გავრცელების ორგანიზაციის კომბინაციების რაოდენობასაც რაღაც ზღვარი გააჩნია. სხვაგვარად რომ ვთქვათ დრო-სივრცის უსასრულობა, სადმე ჩვენი სამყაროს ზუსტი ასლის განმეორებას უშვებს.

 ბუშტულა სამყაროები

 კიდევ ერთი თეორია ”მარადიულ ინფლაციას” წინასწარმეტყველებს. ცნება ”ინფლაცია”, რომლის მიხედვითაც დიდი აფეთქების მერე სამყარო სწრაფად გაფართოვდა, ჩვეულებრივი ბუშტის გაბერვას შეიძლება შევადაროთ. ”მარადიული ინფლაციის” თეორია პირველად ტაფტის უნივერსიტეტის კოსმოლოგმა ალექსანდრე ვილენკინმა წარმოადგინა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამყაროს ინფლაციური გაფართოება კოსმოსის მხოლოდ ზოგიერთ ნაწილებში შეჩერდა(ე.წ. თერმოლიზებული რეგიონები), ზოგან კი გაფართოება გრძელდება, ჩნდებიან ახალი გალაქტიკები და მათი გროვები. სამყაროში კვანტური ეფექტების საფუძველზე თავისებური ”ინფლაციური ბუშტები” იბადებიან. ყოველი მათგანი კი ნამდვილ სამყაროდ იქცევა თავისი ”მარადიული ინფლაციით”.

 პარალელური სამყაროები

 ამ თეორიის საფუძველში სიმების თეორია დევს. სხვა სამგანზომილებიან სამყაროებთან ერთად ჩვენი სამყარო მრავალგანზომილებიანი სივრცის ნაწილია. ფიზიკოსი ბრაიან გრინი თვლის, რომ ჩვენი სამყარო ერთ-ერთი იმ ”დაფათგანია”, რომლებიც მრავალგანზომილებიან სივრცეში ცურავენ(ფარული სამყარო;1).

 შვილობილი სამყაროები

 კვანტური მექანიკის წარმოდგენათა მიხედვით ნებისმიერი შესაძლებელი მოვლენის ბოლო რეალიზებული უნდა იყოს, თუმცა ეს სხვა და სხვა სამყაროებში ხდება. კვანტური მექანიკის მთავარი იდეაა: ნაწილაკთა სამყაროში ყველაფერი მხოლოდ ალბათობით აღიწერება. მაგალითად, თუ თქვენ გზაჯვარედინზე ხართ და გაქვთ არჩევანი, წახვიდეთ მარჯვნივ ან მარცხნივ, არსებული სამყარო კიდევ ორ შვილობილ სამყაროს ”აჩენს”: ერთი, რომელშიც თქვენ მარჯვნივ მიდიხართ, მეორეში კი მარცხნივ.

 ბრაიან გრინი წიგნში ”დაფარული რეალობა” აღნიშნავს:”ყოველ სამყაროში არის თქვენი ასლი, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებას ირჩევს, არ არის მართებული იფიქროთ, რომ თქვენი რეალობა ერთადერთია”.

 მათემატიკური სამყარო

 ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სამყაროს მთავარი კანონები მათემატიკური კანონებია. ამის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არსებობენ სხვა სამყაროებიც, თავისი მათემატიკური სტრუქტურებით.

 მაქს თაგმარკი მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან აღნიშნავს:”მათემატიკური სტრუქტურა ადამინზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. მე მჯერა, რომ არსებობს სამყარო, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად არსებობს, რომელსაც შეუძლია არსებობა ისე, რომ მასში ადამიანები არ იყვნენ”( სამყაროს, ტვინისა და ინტერნეტის მსგავსება; მეზობელ სამყაროებს მათი შეჯახებებით მოძებნიან; სამყაროს ბრუნვის კვალი; ასტრონომებმა სხვა სამყაროს კვალი აღმოაჩინეს; ლაქები სამყაროს “სხეულზე”; დიდ აფეთქებამდე მომხდარი მოვლენები).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *