სამყაროს ბრუნვის კვალი

საწყის მომენტში, დიდი აფეთქების დროს, სამყარო უკვე ტრიალებდა და ამ მოძრაობამ, როგორც ჩანს, ანაბეჭდი დატოვა დღევანდელ დამზერად კოსმოსზე.

საერთაშორისო პროექტ Sloan Digital Sky Survey-ის ჩარჩოებში მეცნიერებმა 15 ათასამდე სპირალური გალაქტიკის ბრუნვის მიმართულებების კატალოგი გააკეთეას, თუმცა მხოლოდ ჩვენი  გალაქტიკის ჩრდილოეთი პოლუსის მიმართულებით.

გაირკვა, რომ დაიმზირება მარცხენა მხრიანი, საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მბრუნავი, გალაქტიკების ჭარბი რაოდენობა. ეფექტი სცდება ზღვარს, რომელიც დედამიწიდან 600 მილიონი სინათლის წლის იქეთ მდებარეობს.

კვლევის ავტორი მაიკლ ლონგო, მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, ამბობს: „ გადაჭარბება მცირეა, დაახლოებით 7%, თუმცა იმის შანსი, რომ ეს შემთხვევითობაა – ერთია მილიონზე. ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთოდ მიღებულ აზრს, რომ სამყარო დიდ მასშტაბებზე იზოტროპულია(ერთგვაროვანი), სპეციალური მიმართულებების გარეშე“.

სიმეტრიის ასეთი დარღვევა, როგორც ჩანს, მოხდა სამყაროს გაჩენის საწყის მომენტში მისი ბრუნვის გამო, რომელიც შემდეგ გადაეცა გაფართოებად მატერიას და შესაბამისად გალაქტიკებსაც.

დიდ მასშტაბებზე სამყაროს სიმეტრიისა და იზოტროპულობის დარღვევის არსებობაზე ასტრონომებს სხვა ტიტანურმა ანომალიებმაც აფიქრებინეს: კოსმოსური სიმების კვალი, „ლაქები“ სამყაროს სხეულზე და „ბნელი დინება“.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.