დიდ აფეთქებამდე მომხდარი მოვლენები

 ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ მოვლენათა კვალი, რომლებიც დიდი აფეთქების წინ ხდებოდა. ასეთი მტკიცებულებებით გამოვიდნენ ცნობილი მათემატიკოსი სერ როჯერ პენროუზი ოქსფორდიდან და ფიზიკოსი ვააგნ გუძადიანი ევროპის ფიზიკის ინსტიტუტიდან. მათ აღმოაჩინეს ახალი მოვლენა რელიქტურ გამოსხივებაში.
თუმცა ეს გამოსხივება საკმაოდ ერთგვაროვანია, მასში მაინც მოიძებნება უსწორმასწორობები, რომელთაც ფიზიკოსები წლებია იკვლევენ. ასეთნაირად პოულობენ მეცნიერები მოვლენათა კვალს, რომლებიც დიდი აფეთქების პირველივე წამებში ბობოქრობდნენ. ამასთან ერთად სამყაროს აგებულების მოქმედ მოდელში კითხვა თუ რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე ითვლება უაზრობად და მეცნიერების ჩარჩოებს შორდება(თითქოს აფეთქებამდე თვით დროც არ არსებობდა).
თუმცა, როგორც პენროუზი და გურძადიანი ამტკიცებენ, მიკროტალღურ გამოსხივებაში არის ანაბეჭდი მოვლენებისა, რომლებიც დიდ აფეთქებამდე გაცილებით ადრე ხდებოდა. ეს ანაბეჭდები არის კონცენტრული წრეების ნაკრები, რომლებშიც მიკროტალღური გამოსხივების ტემპერატურული განაწილება ანომალურად დაბალია მთლიან ფონში ტემპერატურის რყევებთან შედარებით.
ეს გადახრები ქაოსურია, ვარაუდობენ ავტორები, გამოწვეული ზემასიური შავი ხვრელების კატასტროფული შეჯახებებით, რომლებმაც კოსმოსში ენერგიის უზარმაზარი გამოფრქვევა მოახდინეს. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ზოგიერთი ასეთი შეჯახება, როგორც გათვლებიდან ჩანს, ხდებოდა არა დიდი აფეთქების შემდეგ, არამედ აფეთქებამდე.

 ნავარაუდევი მოვლენების დიაგრამა კოსმოსური ინფლაციის გაუთვალისწინებლად (პირველი სურათი რომ წრმოვიდგინოთ გვერდხედით, ილუსტრაცია V. G. Gurzadyan, R. Penrose).

 ამგვარად, ვარაუდობენ მეცნიერები, თუ გამოთვლებში შეცდომა არაა, მაშინ ჩვენს წინაშეა ციკლური კოსმოლოგიური მოდელის მტკიცებულება. ეს არის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვით ყველაფერი არსებული დაუსრულებლად გადის დიდ ციკლებს – ეონებს, არსებობის ეს ციკლები კი ერთმანეთისგან გამოყოფილი არიან დიდი აფეთქებებით.

რომ გამოერიცხათ შეცდომები, გამოწვეული ინსტრუმენტებისგან, კვლევის ავტორებმა რგოლების არსებობა გამოავლინეს ორ სხვა და სხვა ექსპერიმენტით მიღებულ მიკროტალღური ფონის სურათებში -ესენია კოსმოსური აპარატი WMAP-ი და საჰაერო ბურთზე დამონტაჟებული ტელესკოპი BOOMERanG98.

BOOMERanG98.

რელიქტური გამოსხივების რუქა.

WMAP.

 (wmap). კოსმოსის მიკროტალღური გამოსხივება, იგივე რელიქტური გამოსხივება არის გამოძახილი დიდი აფეთქებისა, რომელიც 13,7 მილიარდი წლის წინათ მოხდა. სამყაროს გაფართოებასთან ერთად გამოსხივება კარგავდა ენერგიას და ცივდებოდა. აპარატის მიმღები მოწყობილობა თითქმის აბსოლუტურ ნულამდე იყო გაცივებული, რადგან მიკროტალღური გამოსხივების ტემპერატურა ნულზე ცოტა მეტია. WMAP-მა საშუალება მოგვცა წარმოგვედგინა სამყარო ისე, როგორც სურათზე ვხედავთ. რელიქტური გამოსხივება არათანაბრადაა განაწილებული, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ როგორი აღნაგობა აქვს სამყაროს მის სხვა და სხვა ნაწილში, როგორია თანაფარდობა მატერიის და ენერგიის განაწილებაში, სამყაროს ასაკი, მანძილები ობიექტებამდე და სხვა კიდევ ბევრი მონაცემი.

 თუ ციკლური მოდელი დამტკიცდება, მაშინ მას მოუწევს ზოგიერთი გაურკვეველი მომენტების ახსნა. მაგალითად, რა ემართება სიცოცხლის ბოლოს წინა სამყაროს(ახლის დაწყებამდე) მასითა და ენტროპიით(ენერგიის დაკარგვის შეუქცევადი პროცესი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.