“როზეტა“ კომეტის ორბიტაზე გავიდა

 ათწლიანი მოგზაურობისა და 6 მილირდი კილომეტრი მანძლის გავლის მერე, ევროპული ზონდი კომეტის პირისპირ აღმოჩნდა. ეს მომენტი ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) ყველაზე უფრო ამბიციური პროექტის გადამწყვეტ ეტაპზე გადასვლის მაცნეა. პროექტი 1,3 მილიარდი ევრო დაჯდა.

 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტასთან მისაახლოებლად, „როზეტას“ მარსისა და დედამიწის შემოფრენა დასჭირდა, რათა მათი გრავიტაციული ველით მეტი აჩქარება მიეღო, შემდეგ კი 31 თვიან ძილს მიეცა, რადგან ჩვენი მნათობიდან შორს მყოფი აპარატის მზის ბატარეებს საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშვება აღარ შეეძლოთ. ის იანვარში გააღვიძეს. დამამუხრუჭბელი მანევრების მერე 3 ტონიანი აპარატი კომეტადან 100 კილომეტრის მანძილზე აღმოჩნდა, რაც ESA-ს სპეციალისტთათვის ნამდვილი სანავიგაციო გმირობაა.

 ძველთაგანვე კომეტები კაცობრიობის ისტორიაში მოსახდენი გარდამტეხი მოვლენების მაცნეებად ითვლებოდნენ: მეფეთა დაბადება და გარდაცვალება, უხვი მოსავალი ან შიმშილი, წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ.

 ასტროფიზიკოსები, რა თქმა უნდა, კომეტებს სულ სხვა თვალით უყურებენ. ისინი თვლიან, რომ კომეტები მზის სისტემის უძველეს, მტვრისა და ყინულის შენადედებს წარმოადგენენ. ამ „ჭუჭყიან ფიფქებს“ შეუძლიათ მოგვითხრონ, როგორ ჩამოყალიბდნენ მზის სისტემის პლანეტები, როგორ აინთო მზე, როგორ ჩაისახა სიცოცხლე.

 სიცოცხლის გაჩენის ერთ-ერთი თეორიის – პანსპერმია, მიხედვით სწორედ კომეტები, ბომბავდნე რა ახალგაზრდა დედამიწას, წყლისა და ორგანული ნივთიერებებისგან სიცოცხლის გაჩნას მისცეს ბიძგი. დღევანდელ დღემდე, კომეტების კვლევა მხოლოდ შორი მანძლებიდან გადაღებული ფოტოებით შემოიფარგლებოდა(გვიანდელი მძიმე ბომბარდირება მეტ ხანს გაგრძელდა).

 გამონაკლისს ამერიკული ზონდი „ვარსკვლავური მტვერი“(Stardust; ნასამ თავისი ”კომეტებზე მონადირე” გაანადგურა; შეყვარებულების დღეს კოსმოსში…), რომელმაც კომეტის კუდიდან აღებული სინჯები დედამიწაზე გამოაგზავნა და ევროპული „ჯოტო“ წარმოადგენენ, ეს უკანასკნელი 200 კილომეტრის მანძლზე მიუახლოვდა კომეტას(კომეტებზე მონადირენი).

 11 ნოემბერს „როზეტა“ 100 კილოგრამიან, მაცივრის ზომის რობოტიზირებულ ლაბორატორიას – ფილი(Philae), კომეტაზე დასაჯდომად გაუშვებს.

 ზედაპირზე მიმაგრებული ფილი, კომეტის ქიმიასა და ტექსტურას ნახევარი წლის განმავლობაში შეისწავლის. მას შემდეგ, რაც ლაბორატორია თავის საქმეს გააკეთებს, „როზეტა“ მზის გარშემო და იუპიტერამდე გააცილებს კომეტას.

 პირველი რამდენიმე კვირა მოსამზადებელი იქნება, რადგან კოსმოსურმა აპარატმა კომეტის გარშემო წაგრძელებული ხვეულები და ზედაპირის სკანირება უნდა აკეთოს.

 ზონდი ყინულისა და მტვრის ნაწილაკებს უნდა მოერიდოს, რომელთა რაოდენობა მზესთან მიახლოებასთან ერთად სულ უფრო იზრდება – მზის სხივებში სწორედ ეს კვალი აირეკლება.

 ზონდმა ფილის დასაჯდომი ადგილიც უნდა ეძებოს. წინა თვეში, უახლოვდებოდა რა კომეტას, „როზეტას“ კამერებმა გვიჩვენეს, რომ ობიექტი ფორმით არა კარტოფილს, არამედ სათამაშო იხვს უფრო ჰგავს, პატარა „ყელით“ გადაბმული პატარა და დიდი ნაწილი. როგორც ჩანს, მისი ფორმირება ორი სხვადასხვა სხეულის ერთმანეთთან შეჯახებით მოხდა.



67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირი.

 ითვლება, რომ მზის სისტემის ფორმრიებიდან დაწყებული, ანუ 4,6 მილიარდი წელი, კომეტები ჩვენი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობენ და ისევ ისეთები არიან, როგორებიც იმ შორეულ წარსულში იყვნენ. ერთი ვერსიის მიხედვით, დედამიწაზე სწორედ მათ შემოიტანეს რთული მოლეკულები, რომლებზეც მოგვიანებით სიცოცხლე აღმოცენდა.

 მზესთან მიახლოებასთან ერთად, ყინულის ნაწილი დნება და გაზურ შლეიფად, კომად წოდებულ მტვრისა და გაზის ღრუბლად იქცევა(ჰოლმსის კომეტის გიგანტური კომა). გაზის შლეიფი და ყინულის დნობა შთამბეჭდავ კუდს წარმოქმნის, რომელიც მზის სხივებს აირეკლავს და მილიონობით კილომეტრზე ვრცელდება.

 მზის დაბნელებებთან ერთად, კომეტების გამოჩენას დიდ ისტორიულ მოვლენებს უკავშირებდნენ, კარგსაც და ცუდსაც. იესოსა და ნაპოლეონის დაბადება, ვეზუვის ამოფრქვევა, პომპეის განადგურება ჩვენი წელთაღრისცხვის 79 წელს, 1665 წლის ეპიდემია ლონდონში, ყველაფერ ამას კომეტებს უკავშირებდნენ.

 უკანასკნელი 2500 წლის განმავლობაში(პირდაპირი თუ ირიბი ნიშნებით) დაახლოებით 2000-მდე კომეტა იქნა შემჩნეული. ისინი ელიფსურ ორბიტებზე მოძრაობენ, რამდენიმე წლიდან, 40000-მდე წლიანი პერიოდებით. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მილიარდობით კომეტებიდან, ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი შევამჩნიეთ(კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

 ყველაზე უფრო ცნობილ კომეტას ბრიტანელი ასტრონომის ედმუნდ ჰალეის სახელი ჰქვია. ჰალეიმ დაამტკიცა, რომ კომეტები მზის გარშემო მოძრაობენ და რეგულარულად ბრუნდებიან უკან. მან გამოითვალა, რომ 1682 წელს გამოჩენილი მისი სახელობის კომეტა 1607 და 1531 წლებშიც მოფრინდა, ხოლო შემდეგი ვიტიზიტი 1758 წელს იქნება, ჰალეის გარდაცვალებიდან 16 წლის მერე. უკანასკნელად ჰალეის კომეტა 1986 წელს დაიმზირებოდა.

 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტა, „როზეტას“ სამიზნე, მზის გარშემო 6,6 წლიანი პერიოდით ბრუნავს. ის 1969 წელს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საბჭოთა ასტრონომებმა კლიმ ჩურიუმოვმა და სვეტლანა გერასიმენკომ აღმოაჩინეს.

 ასტრონომები ერთ დროს თვლიდნენ, რომ კომეტები ვარსკვლავთშორის სივრცეში იბადებოდნენ, თუმცა ახლა კონსესუსს მიაღწიეს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მზის სიტემის ორ კიდურა რეგიონებში იქმნებიან. ე.წ. გრძელპერიოდიანი(200 წელი) კომეტები ოორტის ღრუბლიდან მოდიან(მოკლედ მზის სისტემის შესახებ), ხოლო ჩურიუმოვ-გერასიმენკოს მსგავსი მოკლეპერიოდიანები ნეპტუნს იქეთ მდებარე კოიპერის სარტყლიდან.

 კომეტები საფრთხეს უქმნიან სიცოცხლეს(მეცხრამეტე საუკუნეში კომეტას ცივილიზაციის განადგურება შეეძლო). 65 მილიონი წლის წინათ ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა თუ კომეტამ დედამიწის კლიმატი შეცვალა, რამაც, როგორჩ ჩანს, დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. 1992 წელს შუმეიკერ-ლევის კომეტა იუპიტერის გრავიტაციულ ველში შესვლის მერე 21 დიდ ნაწილად დაიშალა. 1994 წელს ეს ფრაგმენტები იუპიტერს 210 000 კმ/სთ. სიჩქარით შეეჯახნენ და დედამიწზე დიდი ზომის ცეცხლოვანი ბურთების სახით აფეთქდნენ(საიდან იუპიტერზე წყალი?; იუპიტერს კიდევ ერთი ასტეროიდი შეეჯახა; კომეტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.