იუპიტერს კიდევ ერთი ასტეროიდი შეეჯახა

 ასტრომოყვარულებმა, იუპიტერზე გაჩენილი ნათელი წერტილი შეამჩნიეს, რომელიც გიგანტურ ასტეროიდთან შეჯახების კვალი შეიძლება იყოს.

 იუპიტერის დისკოზე ანთების შემჩნევის შესახებ, 2012 წლის 10 სექტემბერს, გრინვიჩით 11:35 საათზე, ასტრომოყვარულმა დენ პეტერსონმა განაცხადა(ა.შ.შ. ვისკონსინი).

 მიმოწერაში ALPO_Jupiter, პეტერსონი წერდა, რომ თავისი სახლის ობსერვატორიიდან, იუპიტერის ეკვატორიდან 12 გრადუსით სამხრეთით, თეთრი ანთება დაინახა, რომელიც 1,5-2 წამი გაგრძელდა. სამწუხაროდ, მან ჩაწერა ვერ მოახერხა, რადგან ამ დროს კამერის აწყობა არ ჰქონდა დასრულებული.

 ამ ინფორმაციის გაგების მერე, ასტრომოყვარულმა ჯოჯრჯ ჰოლმა, დალასიდან, დროის ხსენებულ ინტერვალში გაკეთებული ვიდეოჩანაწერების გადამოწმება გადაწყვიტა. ერთ-ერთ კადრზე მან ელვარე თეთრი ლაქა აღმოაჩინა, რომელიც ასტეროიდის დაცემის კვალი შეიძლება იყოს.

 იუპიტერი თავისი ძლიერი გრავიტაციის წყალობით არაერთხელ იქცა ასტეროიდებისა თუ კომეტების სამიზნედ. ამით ის, გარკვეულწილად, ჩვენც გვიცავს და დარტყმას თავის თავზე იღებს.

 3 ივნისის ღამეს, იუპიტერს უცნობი ციური სხეული დაეჯახა. დაფიქსირდა თეთრი ნათება. ასტრონომებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ თქვან რას წარმოადგენდა ეს ობიექტი. ფაქტი პირველად  მოყვარულმა ასტრონომებმა გადაიღეს და სურათებისაგან პატარა ვიდეოც კი დაამონტაჟეს. 2 წლის განმავლობაში  ეს უკვე მეორე ფაქტია ასეთი შეჯახებისა, ერთი წლით ადრე 2009 წლის 19 ივლისს, ამ პლანეტაზე ასტეროიდი დაეცა. იუპიტერს შეეჯახა კომეტა შუმეიკერ-ლევის ფრაგმენტებიც.
httpv://www.youtube.com/watch?v=EH_xnf6rVUY

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.