პორტალი ავსტრალიის ცაში

 კოკისპირული წვიმა და ჭექაქუხილი, უცხოპლანეტელებმა ტელეპორტაციის შესანიღბავად გამოიყენეს, ამბობენ ინტერნეტ-მომხმარებლები, რომლებმაც კანბერას თავზე გადაღებული ვიდეო ნახეს.

 თვითმხილველის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ, სპეციალისტებსა და უბრალოდ, ცნობისმოყვარეთა შორის, დისკუსიური ქარიშხალი გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა უჩვეულო სფეროს გაჩენა გადაიღო, რასაც მცირე ანთება და ნათელი რგოლის წარმოქმნა მოჰყვა თან, რომელსაც უკვე სხვა სამყაროში გადასავლელი პორტალი შეარქვეს.

 ვიდეორგოლის ავტორის თქმით, ეს ”დაუვიწყარი სანახაობა”, ალბათ, უცხოპლანეტელთა პორტალი უნდა იყოს. უფოლოგთა მეტი ნაწილიც იგივე აზრზეა.

 ავსტრალიელი მეტეოროლოგების განცხადებას, რომ ეს უჩვეულო მოვლენა, ასეთი ამინდისთვის დამახასიათებელი, სფეროსებრი ელვის წარმოქმნის მომენტია, უფოლოგებმა ”სულელური განმარტება” უწოდეს.

 სხვა მოსაზრებით, ერთ ადგილზე თავმოყრილმა უზარმაზარმა ენერგიამ სფეროსებრი ელვა წარმოქმნა, რომელიც მალევე აფეთქდა და კვალმის რგოლი დატოვა(პირველად იქნა მიღებული სფეროსებრი ელვას სპექტრი).

 ლაპარაკობენ აინშტაინ-როზენის ხიდზეც, თხუნელას ორმოზე, რომელსაც უცხოპლანეტელბი დრო-სივრცეში სამოგზაუროდ იყენებენ. მათი აზრით, ფაქტის სხვაგვარი ახსნა არასერიოზულობაა და სხვა არაფერი.

 ისეთებიც მოიძებნენ, ვინც ამ ვიდეორგოლს ტყუილს უწოდებს. უმრავლესობა კი ჩანაწერის ნამდვილობაშია დაწმუნებული(ირმის ნახტომი – განზომილებათა გზაჯვარედინი; ამო ჰოლანდიის ცაში; ამო(UFO) პორთსმუთის თავზე; რა მოხდა ზუსტად 4:10-ზე?; უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!; “ფენიქსის ნათება”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.