ამო ჰოლანდიის ცაში

 ჰოლანდიის ქალაქის – გრონინგენი, საღამოს ცაზე მომწვანო ფერის გიგანტური მედუზას მსგავსი ობიექტი შეამჩნიეს. ჭექაქუხილის გადაღების დროს, ფოტოგრაფმა ჰარი პერთონმა, ერთ-ერთ კადრზე უჩვეულო ობიექტი აღმოაჩინა, რომელიც ძალიან ჰგავდა ამო-ს(ამოუცნობი მფრინავი ობიექტი).

 ბრიტანული გამომცემლობის ჟურნალისტებს პერთონმა უთხრა, რომ მისი აზრით, ეს მეტეოროლოგიური მოვლენაა. ღრუბელში გაჩენილ ხვრელს, მზე ანათებს, დამკვირვებელი კი უცნაური სანახაობის მოწმე ხდება.

 უფოლოგთა შორის, ასეთი ფაქტების ბოლო დროინდელმა მატებამ, გააჩინა აზრი იმის შესახებ, რომ უცხოპლანეტელები შემოჭრისათვის ემზადებიან 🙂 (ანომალური მოვლენები; მეხი ორჯერ დაეცა).

elva verzeuli
ეს კი, ქართველი ასტრომოყვარულის, ლევან ვერძეულის(1) მიერ გადაღებული ელვაა, ალიენების გარეშე :).

tbilisi tbori
დატბორილი თბილისი, ავტორი: თორნიკე კახაძე.

2 comments

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.