მეხი ორჯერ დაეცა

 იმის მერე, რაც ჩინურმა ტელეკომპანიამ ( CCTV) უნუკალური ვიდეოჩანაწერი ეთერში გაუშვა, მასზე აღბეჭდილ უცნობს მთელი ქვეყანა დაეძებს. დაცვის კამერამ დააფიქსირა გამვლელი, რომელსაც ორჯერ დაეცა მეხი, თუმცა ის ცოცხალი გადარჩა და დახმარების გარეშე გააგრძელა გზა. პირველი დარტყმის მერე უცნობმა ფეხზე დადგომა და სიარული შეძლო, თუმცა რამდენიმე ნაბიჯის გავლის მერევე ის კიდევ ერთხელ მეხდაცემული დაეცა ძირს.

 განმუხტვა ისეთი სიმძლავრის იყო, რომ დარტყმის ადგილზე ასფალტის გამდნარი ფრაგმენტები დარჩა. CCTV არ ამხელს თუ ვინ არის ვიდეორგოლის მთავარი გმირი, ასევე უცნობია თუ რომელ ქალაქში გაკეთდა ჩანაწერი (ელვა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.