მეორე ზემასიური შავი ხვრელი ირმის ნახტომში?

 იაპონელი ასტრონომები, ირმის ნახტომში(”ირმის ნახტომი”) მეორე ზემასიური შავი ხვრელის არსებობის შესახებ საუბრობენ. აქამდე, მხოლოდ ერთი ასეთი ხვრელი ვიცოდით – მშვილდოსანი A*(Science News).

 გალაქტიკის ცენტრიდან მეორე ზემასიურ ხვრელამდე მანძილი 200 სინათლის წელია. შემომფარგლავ ღრუბელთან ერთად, ეს ობიექტი 0,3 სინათლის წლის ადგილს იკავებს სივრცეში და 100 ათასჯერ მასიურია მზეზე. შედარებისთვის, მშვილდოსანი A*-ს მასა 4 მილიონჯერ აჭარბებს მზისას. მეცნიერები, ჯერჯერობით, გარენტიას ვერ იძლევიან, რომ ეს ობიექტი ნამდვილად შავი ხვრელია.

 დაკვირვებები ნობაიამას რადიოობსერვატორიიდან ხდებოდა, გაზის ღრუბელზე, რომელშიც სიჩქარეთა ფართო სპექტრით მოძრავი ნაწილაკები დაიმზირება. ინფრაწითელსა და ხილულ დიაპაზონებში, CO-0.40-0.22-ში რაიმე დიდი ობიექტის გამოვლენა ვერ მოხერხდა.

 ხსენებული ნაწილაკები მაღალ სიჩქარეებამდე შავი ხვრელის მიერ უნდა ჩქარდებოდეს, რომელიც შუალედური მასის შავ ხვრელებს ეკუთვნოდეს, რადგან ჩვეულებრივებზე მასიურია და ზემასიურებზე მსუბუქი რატომ არ დაიმზირებოდა ”ფეიერვერკი” ჩვენი გალაქტიკის ცენტრში?; მძლავრი მძლავრები).

httpv://youtu.be/wnmKhRkTq9Q

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.