ირმის ნახტომი – განზომილებათა გზაჯვარედინი

 მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა, რომელშიც იტალიელი, ამერიკელი და ინდოელი მეცნიერები შედიან, ახალ კოსმოლოგიურ თეორიებზე დაყრდნობით, ჰიპოთეზა წამოაყენა იმის შესახებ, რომ ჩვენი გალაქტიკა ე.წ. თხუნელას ორმოს უნდა შეიცავდეს, დრო-სივრცულ ტუნელს, რომელიც გალაქტიკათშორის ”სატრანსპორტო სისტემაში” შედის. მათი აზრით, სწორედ ამ თეორიით თუ აიხსნება იდუმალი ბნელი მატერია და ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული(ირმის ნახტომის ცენტრში თხუნელას ორმოა?!).

 ”თუ ირმის ნახტომში ბნელი მატერიის განაწილების კომბინირებას მოვახდენთ დიდი აფეთქების ახალ მოდელთან, რომელიც ახლანდელ სამყაროში მიმავალ ზოგიერთ პროცესებს ხსნის, შეგვეძლება წამოვაყენოთ თეორია დრო-სივრცული ტუნელების არსებობის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი ჩვენი გალაქტიკის ფარგლებშიც შეიძლება იყოს. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენ ამ ტუნელში მოგზაურობა შევძლოთ, რადგან ჩვენი გამოთვლებით, მასში გასვლა შესაძლებელია, როგორც შემეცნებით-ფანტასტიკურ ფილმში – Interstellar” – ამბობს ასტროფიზიკოსი პაოლო სალუჩი.

 მეცნიერებმა, ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებები, ირმის ნახტომში ბნელი მატერიის განაწილების უზუსტეს რუკასთან გააერთიანეს – ”ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე შემეცნებით-ფანტასტიკური ჰიპოთეზა, რადგან ბნელ მატერიასთან დაკავშირებული უფრო ღრმა და რთული ასპექტები გამოვავლინეთ”.
სალუჩის თქმით, მეცნიერები ბნელი მატერიის ახსნას სხვადასხვა, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ნაწილაკებით ცდილობენ – ნეიტრალინო, ვიმპები, აქსიონები და ა.შ, რომლებიც არც კოლაიდერში გამოჩენილან და არც სხვაგან. ”ბნელი მატერია სხვა განზომილებათა გამოვლინება შეიძლება იყოს, რომელზეც გალაქტიკათშორისი ”სატრანსპორტო სისტემა” დგას. ნებისმიერ შემთხვევაში, მენციერებმა ამ მიმართულებითაც უნდა იმუშაონ, რადგან მიმდინარე ექსპერიმენტები ვერანაირ მნიშვნელოვან შედეგებს ვერ იძლევიან”(ბნელი მატერია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.