რა ტექნოლოგიებამდე მიგვიყვანდა ბნელი მატერიის აღმოჩენა?

 ბლექ-ჰილსის ქვეშ, ჩრდილოეთ დაკოტაში, სტენფორდის მიწისქვეშა კვლევით ცენტრში, ბნელი მატერიის ნაწილაკებზე ნადირობა LUX(ქსენონის ავზი)-ის სახელით ცნობილი დეტექტორის საშუალებით მიმდინარეობს(LUX-ი ბნელი მატერიის ნაწილაკებს ვერ ხედავს). მესამედი ტონა თხევადი ქსენონის გარშემო, სინათლისადმი მგრძნობიარე გადამწოდებია დამონტაჟებული, რომლებიც ბნელი მატერიისა და ქსენონის ატომების შეჯახებით წარმოქნილი უმცირესი ნათების გაჩენას ელოდება, რათა შემდეგ, ამის შესახებ ჩვენ გვამცნოს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

 ბნელი საწყისი

 ბნელი მატერიის ნაწილაკებს წინა საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან ეძებენ, როცა შვეიცარიელმა ასტრონომმა – ფრიც ცვიკი, დაადგინა, რომ შორეული გალქტიკური ჯგუფების ბრუნვის სიჩქარე(გალაქტიკების კიდურა ვარსკვლევბის მოძრაობის სიჩქარეები), მათში დამალული მასის არსებობაზე მიუთითებდა, რომლის დანახვა დამზერადი სინათლის საშუალებით შეუძლებელია(ფრიც ცვიკი(Fritz Zwicky) და ვალტერ ბაადე(Valter Baade)).

 პრაქტიკული გამოყენება

 ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფიზიკოსის – ცზია ლიუ, კონცეფცია ჯერ კიდევ შეუმოწმებელ მოსაზრებებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ბნელი მატერია მუხტის არ მქონე ნაწილაკისგან, ნეიტრალინოსგან უნდა შედგებოდეს. ნეიტრალინო, ანტინაწილაკიც შეიძლება იყოს და მათი ერთმანეთთან შეჯახებით მომხდარი ანიჰილაცია ამ ნაწილაკების მთელ მასას, ენერგიად გადააქცევს.

 თუ ეს ასეა, ნახევრი კილო ბნელი მატერია, 5 მილიარდჯერ მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, რამდენსაც იგივე რაოდენობის ტროტილი(მატერია-ანტიმატერია განსხვავება მსგავსება).

 ბნელ მატერიაზე მომუშავე რეაქტროით აღჭურვილი რაკეტის წინა ნაწილში, მოძრაობის მიმართულებით, კონტეინერი იქნება მოთვასებული. შესასვლელის გაღების შემთხვევაში, ამ კონტეინერში ბნელი მატერია დაიწყებს შესვლას. შემდეგ, შესასვლელი იკეტება და კონტეინერი შეკუმშვას იწყებს, რათა ბნელი მატერია შეიკუმშოს და ანიჰილაციის ტემპი გაიზარდოს. ანიჰილაციის შედეგად გამოყოფილი ენერგია კი რაკეტას უბიძგებს.

 ასეთი საწვავის მოპოვება მოგზაურობასთან ერთად მოხდება, რადგან სამყრო ამ უჩვეულო სუბსტანციით არის ავსე. რაც უფრო სწრაფად იმოძრავებს, მით უფრო მეტი რაოდენობის ბნელი მატერია მოხვდება კონტეინერში.

 თეორიულად, 100 ტონიანი კოსმოსური ხომალდი, რამდენიმე დღეში სინათლის სიჩქარემდე შეიძლება აჩქარდეს. ასეთნაირად, მეზობელ ვარსკვლავამდე(კენტავრის პროქსიმა) მოგზაურობის დრო, ათასეულებიდან, ხუთ წლამდე შემცირდება.

 გარდა ამისა, ალბათ სხვა ტექნოლოგიები და გამოგონებებიც გამოჩნდება, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით და ვერც გავიგებთ, სანამ მათ შესაძლებლობებს არ გავაცნობიერებთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.