ღმერთების საიდუმლო იარაღი: როგორ ესროლა ინდრამ, ვაჯრა, ვრიტრას

 ადამიანები ყოველთვის ღმერთების იარაღად თვლიდნენ ელვას. ძველ ბერძნებს ელვას მბრძანებლად ზევსი ჰყავდათ, ინდუსებს – ინდრა. შხამინი სოკოთი მოწამლული ვიკინგები ცაში ტორის ელვისებურ მუშტებს ხედავდნენ.  ელვა განსაკუთრებული ძალის იარაღად ნებისმიერ რელიგიაშია მოხსენიებული (ფოტოს ავტორი: ლევან ვერძეული).

 ინდურ მითოლოგიაში, ინდრამ, ქვესკნელის მჭედლების მიერ გამოჭედილი ელვა-ვაჯრათი, გიგანტური გველი ვრიტრა მოკლა. ნებისმიერი კარგი იარაღის მოწყობილობა ყოველთვის გასაიდუმლოებულია, არც ელვა არის გამონაკლისი. ადამინებმა ასე თუ ისე მეხისგან თავდაცვა ისწავლეს, აი მისი ხელოვნურად გამოწვევა კი დღევანდელ დღემდე ვერ ხერხდება. ღმერთები თავიანთ საიდუმლოებს არაფრის დიდებით არ გვიმხელენ. თანამედროვე იარაღის შემქნელებს ძალიან უკვირთ, თუ ტექნიკურად ასე ჩამორჩენილ ინდოეთში, როგორ მოხერხდა ვაჯრების წარმოების აწყობა 🙂

 სამი სახის ელვა

 სანამ იმის გარკვევას შევეცდებით, შესაძლებელია თუ არა ინდოელი სამხედროების ექსპერიმენტის გამეორება, მოკლედ შევაჯამოთ ის მცირედი ცოდნა, რაც ადამიანმა ელვაზე იცის. ბუნებაში სამი სახის ელვა გვხვდება, რომლებსაც ნათება და ქუხილი ახლავს თან. ხშირ შემთხვევაში, ხაზოვან ელვას ვხედავთ, უფრო ივიათად – ბრტყელს, რომელიც ღრუბლების თავზე ჩნდება. ზოგჯერ, დანაწევრებული ელვაც შეიმჩნევა, რომელიც ელვარედ მანათობელი ნაწილების ჯაჭვს წარმოადგენს. ყველაზე უფრო იშვიათი კი ყველასათვის თავზარდამცემი სფერული ელვაა. შედარებით კარგად, მხოლოდ ხაზოვანი ელვაა შესწავლილი. დანარჩენ ორზე ფაქტიურად არაფერია ცნობილი. ლაბორატორიულ პირობებში მხოლოდ რაღაც ელვასმაგვარის მიღება თუ ხერხდება, ისინი ნამდვილ ელვას მხოლოდ პლაზმური მდგომარეობით ენათესავებიან.

 ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, ფრანკლინმა და ლომონოსოვმა დაადგინეს, რომ ხაზოვანი ელვა გრძელი ნაპერწკალია. მისი წარმოქმნის ზუსტი მექანიზმი უცნობია. ერთი თეორიის მიხედვით, ჭექაქუხილის დაწყების წინ, მიწის ლოკალური უბნები დადებითად იმუხტება, ხოლო ღრუბლების ქვედა ნაწილები – უარყოფითად. ეს იმიტომ ხდება, რომ წყლის წვეთები, დედამიწის ელექტრული ველის ზემოქმედებით უარყოფით მუხტს იღებენ. რადგან მიწას უარყოფითი მუხტი აქვს, მისი ველის ზემოქმედებით უარყოფითად დამუხტული წვეთები ზემოთ, ღრუბლებისკენ იწყებს მოძრაობას, ხოლო დადებითები მიწაზე ეშევბა, სადაც დადებითი მონაკვეთები იქმნება. მეორე თეორიის მიხედვით, ატმოსფერული მუხტები ატმოსფეროში წყლის წრებრუნვის პროცესში იყოფა. აეროზოლურ ნაწილაკებს დადებითი და უარყოფითი მუხტის მქონე თავისუფალი იონები ”ეწებება”, რომელთა რაოდენობა ყოველთვის დიდია, ბუნებრივი რადიაციისა და კოსმოსური სხივების გამო. დამუხტულ აეროზოლურ ნაწილაკებზე, აღამავალ ნაკადებთან ერთად მოძრაობის დროს, წყლის წვეთები იზრდებიან. უარყოფითად დამუხტულ წვეთებზე წყლის კონდენსაცია ათი ათასჯერ სწრაფად მიმდინარეობს, ამიტომ უფრო მძიმე  წვეთები ჩნდებიან და ნელა მოძრაობენ. ამგვარი პროცესის გამო, ღრუბლების ქვედა ნაწილები უარყოფითად იმუხტება, ხოლო ზედა ნაწილები – დადებითად.

 ჭექაქუხილის წინაპირობების გაჩენის სხვა თეორიებიც არსებობს. როგორც არ უნდა იყოს სინამდვილეში, მთავარია, რომ მიწის ზედაპირისგან და მის თავზე მდებარე ღრუბლებისგან წარმოუდგენელი ზომების კონდენსატორი გამოდის, რომლის შემონაფენებს შორის სადაცაა ნაპერწკალი უნდა გავარდეს. თუმცა, წყლის ორთქლით კარგად გაჯერებული ჰაერიც კი დიელექტრიკია, ანუ ცუდად ატარებს დენს. გიგანტური გამტარების როლს, რომლებიც ღრუბლებს დემიწის ზედაპირთან აერთებს, პლაზმური არხები თამაშობენ. რაღაც მომენტში, ასეულობით კილომეტრი წამში სიჩქარით, ღრუბლიდან მიწისკენ თითქმის უხილავი, სუსტად მანათობელი იონიზირებული ნაწილაკები, ე.წ. ლიდერები იწყებს მოძრაობას. ლიდერების გზა, როგორც წესი, ზიგზაგისებურია. ყოველი ლიდერი თავის გზაზე მოძრაობისას, ჰაერის მოლეკულების იონიზირებას იწვევს, რითაც მაღალი გამტარობის პლაზმურ არხს ქმნის. ლიდერიდან სულ ახალი და ახალი გამტარი ტოტები გამოდის, ე.წ. სტრიმერები. მიაღწევს თუ არა ლიდერი მიწას, მის მიერ გაკვალულ გზაზე ელვარედ მანათობელი უკუ განმუხტვა გაირბენს, ე.წ. მთავარი განმუხტვა. მთავარი განმუხტვის სიჩქარე ლიდერისაზე ასჯერ მეტია. შესაბამისად, ანთბა წამზე უფრო მცირე ხნით გრძელდება. ელვას შემჩნევას იმიტომ ვახერხებთ, რომ განმუხტვები რამდენიმეჯერ მეორდება. დროითი ინტერვალების გამო, დამკვირვებელს ეჩვენება, რომ ელვა ციმციმებს. ლიდერის დიამეტრი რამდენიმე მეტრს აღწევს, ხოლო თვითონ განმუხტვის სისქე, მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრს. ხაზოვანი ელვას წარმოდგენილი მექანიზმი ბევრ რამეს ხსნის, ოღონდ არა ყველაფერს. თუ ელვა განმუხტვაა, მაშინ რატომ ხდება იგი დაბალი ძაბვის ელექტრულ ველში (პლანეტის მასშტაბებით)? ან, მაგალითად, რატომ არის განმუხტვის სიგრძე ხან 100 კილომეტრზე მეტი, ხან კი ასეულ მეტრებზე მოკლე? დანაწევრებული ელვის ქმედება კიდევ უფრო უცნაურია. ასეთი განმუხტვა გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი, თუმცა, რატომღაც ცალკეულ მანათობელ ნაწილებად – ბნელი შუალედებითაა დაყოფილი. ამასთან დაკავშორებით არა ერთი თეორია შეიქმნა, თუმცა მათზე დაყრდობით, ლაბორატორიულ პირობებში, დანაწევრებული ელვას მაგვარიც კი ვერაფერი მიიღეს. და ბოლოს, ბალ-მასკარადის დედოფალი – შემაძრწუნებელი სფეროსებრი ელვა. სფერული ელვას მოქმედება, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, საერთოდ, ბუნების კანონების მიღმაა. ცნობილია, რომ ხშირ შემთხვევაში, სფერული ელვა ჩვეულებრივი მეხის დაცემის მერე ჩნდება, ზოგჯერ კი კაცმა არ იცის საიდან 🙂 მათი საშუალო დიამეტრი 10-დან 30 სანტიმეტრამდე მერყეობს, 100 ვატიანი ნათურას მსგავსი ნათებით. ზომებისა და ნათების ინტნსიურობიდან გამომდინარე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი მასა 6-7 გრამი, ხოლო ენეგია 10 000 ჯოული (10 საყოფაცხოვრებო ღუმელის სიმძლავრე) შეიძლება იყოს, ტემპერატურა 300-450С. სამწუხაროდ, ვერც ეს მონაცემები გვაახლოებს სფეროსებრი ელვას გამოცანის ამოხსნასთან. ასეთი სფეროს თავდასხიმასაგან გადარჩენილები ამბობენ, რომ მათ ვერ შეიგრძნეს სფეროდან მომავალი სითბო. მაშინ რომელ თეორუილ 400 გრადუსზეა ლაპარაკი? ზოგჯერ კი, პატარა სფეროსებრი ელვას აფეთქების მერე, დიამეტრით 5-6 სანტიმეტრი, მომხდარა დაზიანება, რომელიც მილიონ ჯოულზე მეტ ენერგიას შეესაბამება. მწვავე ცნობისმოყვარეობას იწვევს მათი მოძრაობის მანერა. ჩვეულებრივ, მათი სიჩქარე წამში რამდენიმე სანტიმეტრს უტოლდება – ისინი უბრალოდ ჰაერის ნაკადებს მიჰყვებიან. ზოგჯერ, არაფრის გამო, სრულიად უქარო ამინდში, ადგილიდან მოწყდებიან ხოლმე და ადამიანების ან ცხოველების მხარეს გადადგილდებიან (ალბათ, შიშსგან გაკეთებული მკვეთრი მოძრაობით წარმოქნილი ჰაერის ნაკადის გამო).

ღმერთების იარაღი

 ელვა ბოლომდე გაურკევევლი რჩება ჩვენთვის, თუმცა შეიძლება ვამტკიცოთ ის, რომ თუ ჩვენ მისი გაჩენისთვის საჭირო პირობების შექმნას ვისწავლით, მის ხელოვნურად მიღებას შევძლებთ. შესაძლებელია, რომ ხელოვნური ელვა რამეში გამოვიყენოთ კიდეც(რთული მექანიზმის სამართავად, სულაც არ არის აუცულებელი მისი მოწყობილობის დეტალურად ცოდნა). ჩვენ ტექსტის თავში დასმულ შეკითხვას დავუბრუნდით. როგორ შევქმნათ ღმერთების იარაღი? სხვანაირად რომ ვთქვათ, რა დასჭირდებოდა ინდრას ვრიტრას მოსაკლავად? დასაწყისისთვის, დავუშვათ, რომ ინდრა ჩვეულებრივ ხაზოვან ელვას იყენებდა. აღწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვიჯრას გამოყენებით მიღებული ეფექტი სწორედ მეხის დაცემას ჰგავდა. შესაბამისად, ინდოელების ღმერთს უზარმაზარი ტევადობის კონდენსატორი დასჭირდებოდა.

 ელექტრული ველის დაძაბულობა ინდრასა და საზარელ ვრიტრას შორის ალბათ მილიარდ ვოლტს აღწევდა. ასეთი ინდრა-ვრიტრა კონდენსატორის ტევადობა დედამიწის ტევადობის მეათასედი უნდა იყოს, ხოლო ენერგია ას მილიარდ ვოლტზე მეტი. დენი, რომელიც ინდრასა და ვრიტრას შორის ამ დროს გადიოდა ათეულობით მილიონი ამპერი იქნებოდა. ეს ავიამზიდის გასადნობად სრულიად საკმარისია. და ბოლოს, ღმერთს გველსა და თავის თავს შორის პლაზმური არხი უნდა შეექმნა, რაც ლიდერის მაგივრობას გაწევდა. ამისათვის რამდენიმე კილომეტრის სიგრძის ცეცხლის ალი შეიძლება გამოდგეს ანლაზერისმძლავრი სხივი. უფრო მარტივი გიგანტური პარაბოლური სარკის გამოყენება იქნებოდა. თუ სარკის დიამეტრი კილომეტრზე ცოტა მეტი იქნება, მისგან ფოკუსირებული მზის სხივები ჰაერის საჭირო დონემდე იონიზირებას ნამვილად მოახერხებენ. ამ ყველაფრის დამზადება, პრინციპში, შესაძლებელია. მაგრამ რა ზომა ექნება ასეთ მოწყობილობას და რა ეღირება იგი? მოკლედ, როგორც ძველი ინდუსები და არა მარტო ისინი ამბობდნენ, ელვა – ღმერთების იარაღია.

ისინი ცოცხლები არიან?

  ისტორია ბევრ უცნაურ და კურიოზულ მოვლენებს ინახავს ელვას შესახებ. მეხდაცემულის სხეულზე ტანისამოსი დაიწვა, ხოლო ქურთუკი დაუზიანებელი დარჩა. ელვამ ადამიანს ყველა თმა გააცვინა, ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიაყენა. ფანჯარაში შეღწეულმა განმუხტვამ კედელზე დაკიდებული მეტალის ჩარჩოში ჩასმული სურათი მოგლიჯა და საპირისპირო კედელზე მიამაგრა და ა.შ. ყველა ფაქტს შეიძლება მოეძებნოს მეცნიერული ახსნა, მაგრამ რა უნდა ვიფიქროთ დოკუმენტურად დადასტურებულ დაუჯერებელ შემთხვევებზე? სამოცდაათიან წლებში როი სალივანს შვიდჯერ დაეცა მეხი. შემდეგი გაავდრების დროს მან ნერვულ დაძაბულობას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. არსებობს დოკუმენტური მასალა, რომლის მიხედვითაცელვათავის მსხვერპლს სიკვდილის მერეც არ ასვენებდა და მისი საფლავის ქვებს ეცემოდა. ელვას მისტიური ქცევები ადამიანებს მისი როგორც სიცოცხლის ფორმის კონცეფციაზე აფიქრებინებს. მაგალითად, არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ელვა მოაზროვნე პლაზმური არსებაა სიცოცხლის სწარფი რიტმით. არის უფრო გლობალური ჰიპოთეზებიც:ატმოსფერული განმუხტვები ჩვენი ცოცხალი პლანეტის ნერვული სისტემის როლს თამაშობენ, ხოლო სფერული ელვა  – ფაგოციტების მაგვარი რამაა, ანუ დედამიწის იმუნური სისტემა(სპრაიტი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.