ზეთხელი გალაქტიკა IC 2233

 კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“, გალაქტიკა IC 2233-ის გამოსახულება მიიღო, მისი სისქე, დიამტერზე ათჯერ ნაკლებია (NASA).

 გალაქტიკა IC 2233, დედამიწიდან 40 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ის სპირალური გალაქტიკების ტიპს ეკუთვნის, თუმცა, უმრავლესობისგან განსხვავებით, არ გააჩნია დამახასითებელი შესქელაბა ცენტრში – ბალჯი. გარდა ამისა, გალაქტიკის ვარსკვლავთშორისი მტვერი ერთ ცენტრალურ ხაზად კი არ არის შეკრებილი, არამედ ცენტრთან ახლოს მცირე გროვებად სახითაა გაფანტული.

 გალაქტიკების ყველაზე გავრცელებული მორფოლოგიური მახასიათებლები, რომელიც ედვინ ჰაბლმა წარმოადგინა, გალაქტიკების ელიფსურ, ლინზისმაგვარ, სპირალურ და არაწესიერ ტიპებად დაყოფას გულისხმობს. ტიპიური სპირალური გალაქტიკა, ბალჯისა და ჩახვეული მკლავების გარდა, სფეროიდულ ჰალოსაც შეიცავს. მასში ცალკეული ვარსკვლავური გროვები და ვარსკვლავთშორისი გაზებია თავმოყრილი. ზეთხელი გალაქტიკების ფორმირებისა და ევოლუციის დეტალები კი ჯერ ისევ დაუდგენელია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.