ნასას მორიგი იდეა – “ტორის ჩაქუჩის მტყორცნელი სატელიტი“

 ადამიანების ოცნებაა, ჰქონდეთ ისეთივე ძალა, როგორიც მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირს, თორს აქვს, რომელსაც თავისი ჩაქუჩის ერთი მოქნევით შეუძლია მიწასთან გაასწოროს ყველაფერი. გაგიკვირდებათ ალბათ, რა შუაშია ნასა თორის ჩაქუჩთანო? სწორედაც რომ ნასელები  შეიპყრო ფილმის ყურების შემდეგ საოცარმა იდეამ სახელწოდებით – “ნანო თორი“.

 იდეა შემდეგში მდგომარეობს, რომ პატარა სატელიტები რაკეტებთან მიაბან სპეციალური მისაბმელებით, რათა თორის ჩაქუჩის მსგავსად მოქნევის ძალით სატელიტები  სხვა პლანეტაზე გაიტყორცნოს.

 რობერტ ჰოვეითმა, იდეის მეცნიერულმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რამდენიმე ეშმაკური ხერხის გამოყენებით, ჩვენ შევძელით შეგვექმნა უმაღლესი რაკეტმანქანა, რომელიც ლივლივით დატოვებდა დედამიწის ორბიტას და გაეშურებოდა მთვარისაკენ ან სხვა ტრაექტორიით. თუმცა ეს  ჯერ მხოლოდ ტესტის დონეზე რჩება.

 ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები, მთლიანად ნასა და სარეკლამო კომპანიები დიდ ინტერესს გამოხატავენ ამ იდეის განხორციელებისადმი. ჰოვეითი და მისი მეგობრები რაკეტებთან დამაკავშირებელი მაღალი სიმტკიცის ბოჭკოვანი  ძაფების შექმნაზე უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ. თუმცა სამუშაოები კიდევ ბევრია და იმედი დავიტოვოთ რომ  „ნანო თორი“ მალე შეისხამს ფრთებს…

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.