იცვლება თუ არა მზის იერსახე ბრუნვის დროს? იცვლება, უმნიშვნელოდაც და მნიშვნელოვნადაც. წარმოდგენილ ვიდეორგოლზე, ჩვენი მზე ისე გამოიყურება, როგროსაც მას ნასას კუთვნილი მზის დინამიკის ობსერვატორია ხედავს(SDO). ფილმი წლევანდელი წლის იანვრის თვეს მოიცავს. ყველაზე დიდი გამოსახულება მარცხნივ – მზის ქრომოსფეროა, ნაჩვენები ულტრაიისფერ სხივებში, ხოლო პატარა სურათი მარჯვნივ და მაღლა თვალისათვის ხილულ ფოტოსფეროს გვიჩვენებს. დანარჩენი 5 პატარა გამოსახულება მზეს სხვადახვა ენერგიების რენტგენის სხივებში გვიჩვენებენ, საკმაოდ იშვიათ რკინის ატომებზე დაყრდნობით, რომლებიც მზის გვირგვინში სხვადახხვა სიმაღლეებზე მდებარეობენ(მზის ანთება გამა-ცაზე). ყველა გამოსახულება ხელოვნური ფერებით(რატომ ღებავს ნასა თავის ფოტოებს არაბუნებრივი ფერებით?) არის შეღებილი, განსხვავების უკეთ შესამჩნევად. ღერძის გარშემო ერთი სრული ბრუნის შესასრულებას, მზე დაახლოებით ერთ თვეს ანდომებს, ყველაზე სწრაფად კი ეკვატორთან ბრუნავს. ვიდეორგოლის დაწყებისთანავე თვალთახედვაში ლაქების აქტიური უბანი ხვდება. მზის ზედაპირის ტექსტურა და აქტიური უბნების ფორმა უმნიშვნელოდ იცვლება. ადვილად შესამჩნევ მოვლენათა შორის მრავალრიცხოვანი ანთებები და მოკანკალე პროტუბერანცები ჩანან, რომლებიც მზის მთელს დისკოზე ჩნდებიან. თავისი 11 წლიანი ციკლის მაქსიმუმს ჩვენი მნათობი წელს მიაღწევს. უკვე ნახსენები აქტიური უბანი ვიდეორგოლის ბოლოს ისევ ჩნდება, თუმცა უკვე შეცვლილი სახით(მზიდან ამონაფრქვევის სიმძლავრე სწორად არ იყო შეფასებული; „ცივი“ ფენა მზის ორეულზე; მზიურ ანთებათა მაგნიტური ბუნება; მზე).
httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=2WRgXvdasm0