ბოროტი ჩიტი და გრძელფეხება ჩიტი

 აქტიური რეგიონი 1429 არა მარტო ბოროტ ჩიტს ჰგავს, მასში ახლანდელი მზიური ციკლის ყველაზე ძლიერი ანთება და კორონალური ამოფრქვევა მოხდა.

გრძელფეხება ჩიტის ფიგურა, რომელიც სირაქლემას თუ გაწელილ მამალს ჰგავს:), SDO-მ ახლახანს დააფიქსირა. ეს კორონალური ხვრელია, მან შეიძლება ერთი თვეც კი შეინარჩუნოს ფორმა. მეცნიერებს აინტერესებთ როგორი იქნება მისი ფორმა მზის კიდევ ერთი შემობრუნების მერე.

 ამ აფეთქებებმა ნაწილაკთა ნაკადები გააჩინეს, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში შემოიჭრნენ და ცა პოლარული ნათებებით გაანათეს. რეგიონ AR 1429-ას დეტალური გამოსახულება ქრომოსფეროზე, წყალბადის გამოსხივების სპექტრალურ ზოლში, სამი დღის წინ იქნა მიღებული. სურათი ინვერტირებულ ხელოვნურ ფერებშია წარმოდგენილი, ამიტომ ბნელი ადგილები – სინამდვილეში ყველაზე ელვარე არიან. ცხელი გაზის გიგანტური ნაკადები, რომლებსაც მაგნიტური ველი აკავებს, ზოგიერთი მათგანი დედამიწაზე დიდია, სპიკულების სახელითაა ცნობილი. ისინი ქრომოსფეროს მთლიანად ფარავენ და სურათზეც კარგად ჩანან. ნათელი ზოლი პირდაპირ AR 1429-ას თავზე – ეს შედარებით ცივი ბოჭკოვანი სტრუქტურაა, დაკიდებული აქტიური რეგიონის თავზე. აქტიურობის მაქსიმუმთან მიახლოებასთან ერთად მზის მაგნიტური ველი კიდევ უფრო ჩახვეული ხდება, ის კიდევ უფრო მღელვარე აქტიურ რეგონებს ქმნის, რომლებიც სულ უფრო ენერგიული პლაზმური ნაკადებით ავსებენ მზის სისტემას.

httpv://www.youtube.com/watch?v=N5utQxtma2U

პოლარული ნათების მექანიზმი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.