მზის ანთება გამა-ცაზე

 რა ანათებს ასე გამა-სხივებით? ჩვეულებრივ ეს ეკზოტიკური და მაღალენერგეტიკული ობიექტები არიან ხოლმე: აქტიური გალაქტიკები ზემასიური შავი ხვრელებით ცენტრში, ან ზემკვრივი პულსარები – აფეთქებული ვარსკვლავების სწრაფად მბრუნავი ნარჩენები. თუმცა, 7 მარტს, გამა-სხივების(გამა გამოსხივება – ელექტრომაგნიტური გამოსხივება უკიდურესად მცირე ტალღის სიგრძით – < 5×10−3 ნმ. ამის გამო მას ახასიათებს კარგად გამოხატული კორპუსკულარული(ნაწილაკური) და სუსტად გამოხატული ტალღური თვისებები. გამა კვანტები არიან მაღალი ენერგიის ფოტონები, 105ევ-ზე მაღლა, თუმცა მკვეთრი საზღვარი მასა და რენტგენის გამოსხივებას შორის არ არსებობს. 1 – 100 კ.ევ. ენერგიაზე მათ განასხვავებენ წარმომქნელი წყაროების მიხედვით: თუ ის გამოსხივდება ბირთვული გადასვლებისას, მაშინ გამა გამოსხივებაა; თუ ელექტრონების ურთიერთქმედებებისას ან ატომურ ელექტრონულ გარსში გადასვლებისას, მაშინ რენტგენის გამოსხივებაა. ამ გამოსხივების წყაროებია: ატომური რეაქციები,ანიჰილაცია,ნეიტრალური პიონის დაშლა, მაღალი ენერგიების ელემენტარული ნაწილაკების გადახრა მაგნიტურ და ელექტრულ ველებში(სინქროტრონული გამოსხივება).

 ცაზე ყველაზე უფრო კაშკაშა მზის უმძლავრესი ანთება იყო, გამოწვეული ბოლოდროინდელი ამოფრქვევებით ჩვენი მნათობის ზედაპირიდან. გამა-კვანტების ენერგია მილიარდჯერ მეტია ხილული სინათლის ფოტონების ენერგიაზე. ეს ორი ფოტო მზის ანთებების ინტენსიურობის ილუსტრაციას ახდენენ, რომლებიც ორბიტალურმა გამა-ობსერვატორია ”ფერმიმ” გადაიღო. 6 მარტს, როგორც სხვა დღეებში, მზე თითქმის უხილავი იყო ”ფერმის” დეტექტორებისთვის. ინტენსიური ანთების დროს, რომელსაც X კლასის სტატუსი მინიჭა, მზე დაახლოებით ასჯერ ელვარე გახდა გამა-სხივებში, ვიდრე ველის პულსარი. ამჟამად ”ფერმის” დეტექტორეზე მზე ისევ მკრთალი გახდა, თუმცა ასეთი ანთებები აქტიურობის მაქსიმუმთან ერთად კიდევ უფრო გახშირდება.

ორი კომპანიონი პულსარი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *