„ცივი“ ფენა მზის ორეულზე

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს ორბიტალურმა ობსერვატორია „ჰერშელმა კენტავრის ალფას A-ს ატმოსფეროში „ცივი“ ფენა აღმოჩიანა.

 სისტემა კენტავრის ალფას სამი ვარსკვლავი მზის უახლოესი მეზობლები არიან. წითელი ჯუჯა კენტავრის პროქსიმა ჩვენიდან 4,24 სინათლის წლით არის დაშორებული, ორმაგი სისტემა ცენტავრის AB – 4,37 სინათლის წლით.

 კენტავრის ალფას B-სთან ახლახანს დედამიწიმაგავრი პლანეტა იქნა აღმოჩენილი. ასტრონომთათვის კენტავრის ალფას A-ც ძალიან საინეტერესოა, რადგან ის მზის ორეული ვარსკვლავია. მისი მასა, ასევე ტემპერატურა, ქიმიური შემადგენელი და ასაკი თითქმის მზის ანალოგიურია.

 როგორც ცნობილია, მზის გარე ფენები, ცნობილი მზის გვირგვინის სახელით, მილიონ გრადუსამდე ცხელდებიან, მაშინ როცა მზის ხილული ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 6000 გრადუსია ცელსიუსით. ეს ერთადერთი უცნაურობა არ არის. გვირგვინსა და ფოტოსფეროს შორის ფენაა, რომლის ტემპერატურა „სულ“ 4000 გრადუსია. ამ რამდენიმე ასეული კილომეტრი სისქის ფენას ქრომოსფერო ეწოდება.

 მზის ატმოსფეროს ფენათა ტემპერატურულ სხვაობებს მეცნიერები უკვე დიდი ხანია იკვლევენ. ჰიპოთეზათა სიმრავლის მიუხედავად, პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება(მაგნიტური დარტყმები: სიცივიდან სიცხეში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.