ულტრაიისფრი მზე SDO-გან

 21 დეკემბერს მსოფლიო დორით 17:11(+4) საათზე მზის დგომა დაიწყო – მზე თავის ყოველწლიურ მოძრაობაში პლანეტა დედამიწის ცაზე, სამხრეთისკენ ყველაზე უფრო გადახრილ წერტილს აღწევს. დეკემბრის მზის დგომა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ასტრონომიული ზამთრისა და სამხრეთში ზაფხულის დასწყისს ნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად გთავაზობთ სურათს, რომელზეც მზე, ხილულ და კიდურა ულტრაიისფერ დიაპაზონებშია გადაღებული. ეს გამოსახულება მზის დინამიკის კოსმოსური ობსერვატორიიდან(SDO) გადმოცემული მონაცენებით გაკეთდა. ხილული დიაპაზონის გამოსახულებაზე სექტორებია ჩამატებული, რომლებიც მნათობის დისკოს ულტრაიისფერი დიაპაზონის სულ უფრო მოკლე ტალღაზე გვიჩვენებენ. ჩანართებში გამოყენებულია ფილტრები 170 ნანომეტრიდან(ვარდისფერი) 9,4 ნანომეტრამდე(მწვანე). ისინი ხელოვნური ფერებით არის შეღებილი და საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით დალაგებული. ტალღის სიგრძის შემცირებასთან ერთად მზის ატმოსფეროს ტემპერატურა და სიმაღლეც იმატებს. მზიური ფოტოსფერო, ელვარე ხილულ დიაპაზონში, ულტრაიისფრში უფრო ბნელია, სადაც მზის ლაქები ელვარებენ და კაშკაშა პლაზმა მაგნიტური ველების მარყუჟების დანახვის საშუალებას იძლევა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.