მზებუდობა (დგომა), ბუნიაობა და სეზონების ცვლილება

 არსებობს ზამთრისა და ზაფხულის მზებუდობა. მსოფლიო დროის მიხედვით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ეს მოვლენა 21 ან 22 დეკემბერს ხდება, ხოლო ზაფხულში – 20 ან 21 ივნისს. სამხრეთ ნახევარსფეროში – პირიქით, დეკემბრის მზებუდობა ზაფხულისაა, ხოლო ივნისის – ზამთრისა.

 ზამთრის მზებუდობისას ყველაზე მოკლე დღეა წელიწადში, შესაბამის ნახევარსფეროში. ზაფხულის მზებუდობას კი წელიწადის ყველაზე გრძელი დღეა და მოკლე ღამე.

 შუა განედებზე, ასტრონომიული ზამთრისა და გაზაფხულის განმავლობაში წერტილი, რომელზეც მზე შუადღეს არის, ყოველდღიურად სულ უფრო მაღლა ადის ჰორიზონტის თავზე, ხოლო ზაფხულის მზის დგომისას „ჩერდება“ და თავის მოძრაობას საწინააღმდეგოზე ცვლის. შემდეგ ის ყოველდღიურად სულ უფრო დაბლა იწყებს დაწევას, საბოლოოდ კი, ზამთრის მზებუდობას, ისევ „ჩერდება“ და მაღლა იწყებს სვლას.

 ტრადიციულად, ზამთრის მზებუდობა ასტრონომიული ზამთრის დასაწყისად ითვლება, ხოლო ზაფხულის მზებუდობა – ასტრონომიული ზაფხულის დასაწყისად.

 რამდენიმე დღის განმავლობაში, მზებუდობას და შემდეგ, მზე ჰორიზონტის მიმართ დახრილობას თითქმის არ იცვლის, მისი შუადღის სიმაღლეები უცვლელია, სწორედ აქედან გაჩნდა თვით სახელი – მზებუდობა (დგომა).

 ზამთრისა და ზაფხულის მზებუდობები ზოდიაქოს სხვადასხვა სიმბოლოებით აღინიშნება, შესაბამისი თანავარსკვლავედების მიხედვით, რომლებშიც ისინი ხდება, მაგალითად, ჰიპარქეს დროს: ზამთრის მზებუდობა – თხის რქა, ზაფხულის – კირჩხიბი. პრეცესიის გამო, ეს ორი მოვლენა სხვადასხვა თანავარსკვლავედებში ინაცვლებს (დედამიწის ღერძის პრეცესია და ნუტაცია).

 არსებობს მომენტები, როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთნაირია – 20 მარტი და 22 სექტემბერი (ბუნიაობა). ამ დროს დღისით, ნახევარსფეროები მთლიანად არის განათებული, დღისა და ღამის გამყოფი ზოლი – ტერმინატორი, ზუსტად პულუსებზე გადის.

 დედამიწის ღერძის დახრილობის გამო, წლის განმავლობაში ჰორიზონტის მიმართ მზის ასვლის სიმაღლე იცვლება (შესაბამისად, დღის ხანგრძლივობაც). ჩრდილოეთ ნახევარსფეროში , როცა ღერძი მზისკენაა გადახრილი, დღე უფრო დიდ ხანს გრძელდება და მზეც დღის განმავლობაში ცაზე საკმაოდ მაღლა ასწრებს ასვლას. შედეგად, ტემპერატურა იზრდება, ამ დროს ზაფხულია. როცა ჩრდილოეთ პოლუსი მზის საწინააღმდეგო მიმართულებითაა გადახრილი, ყველაფერი პირიქით ხდება და გარემოც უფრო ცივდება, ამ დროს ზამთარია.

 ამ ილუსტრაციის საწინააღმდეგო მდგომარეობა ასახულია პირველი ილუსტრაციის მარჯვენა მხარეს, იქ ჩრდილოეთ ნახევარსფერო ნაკლებადაა განათებული და შესაბამისად, ნაკლებად თბება (დააკვირდით ყინულოვან საფარს), ანუ ზამთარია. თუმცა სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი უფრო ზომიერია ვიდრე ჩრდილოეთში, რაც ლანდშაფტის თავისებურებითაა გამოწვეული (ანალემა+რა აქვთ საერთო უძველეს ობსერვატორიებს?).

4 comments

  1. წელიწადის რომელი დროა სამხრეთ ნახევარსფეროში 21 მარტს?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.