მაგმური წყალი მთვარეზე

მეცნიერებმა დედამიწის თანამგზავრზე მაგმური წყალი აღმოაჩინეს, რომელიც მთვარის ზედაპირზე მისი სიღრმეებიდან ამოვიდა(Johns Hopkins University).

 ეს მონაცემები პირველი მაგალითია მთვარეზე ასეთი ტიპის წყლის დისტანციურად აღმოჩენისა. დასკვნები მთვარის ხილულ მხარეზე არსებული კრატერის(ბულლიალდი) ნიმუშების კვლევას ეყრდნობა, რომლებიც მისია ”ჩანდრაიან-1”-ზე დამონტაჟებულმა ნასასეულმა მოწყობილობა Moon Mineralogy-იმ გამოიკვლია.

 ”მთვარის შესახებ სწრაფად ცვლადი წარმოდგენების საქმეში ამ აღმოჩენას თავისი წვლილი შეაქვს, წყლისა, რომელიც მის ზედაპირზე ყინულის სახით არის წარმოდგენილი” – ამბობს რეიჩელ კლაიმა, პლანეტების გეოლოგიის სპეციალისტი, ჯონ ჰოფქინსის სახელობის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიიდან.

 შეგახსენებთ, რომ პირველი მონაცემები მთვარისეულ წყალზე 1976 წელს საბჭოთა წარმოების აპარატმა – ”ლუნა-24”-მა მოიპოვა(მთვარის მეორე მხარის ამოხსნა; მთვარის შორეული მხარის პირველი ვიდეო).
”წლების განმავლობაში მკვლევარები ვარაუდობდნენ, რომ მთვარის ქანები აბსოლუტურად მშრალია და ნიმუშების კვლევისას აღმოჩენილი სინესტე მხოლოდ დანაგვიანების ბრალი იყო. დაახლოებით ხუთი წლის წინ, ახალმა ლაბორატორიულმა მეთოდებმა, მთვარიდან ჩამოტანილი ნიმუშების სრული სიმშრალე არ დაადასტურა. დახლოებით იმავე დროს, ორბიტალურმა აპარატებმა ზედაპირული წყალიც აღმოაჩინეს”- დასძენს მკვლევარი.

 ინფორმაციის ანალიზის შემდეგ, რომელიც Moon Mineralogy Mapper-მა გადმოსცა, რეიჩელ კლაიმამ და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ კრატერ ბულლიალდის ნიმუშები გაცილებით მეტ ჰიდროქსილს შეიცავს, ვიდრე მის მახლობელ მიდამოებში. წყლის შემცველობა მაგმურ მინერალებში შეიმჩნეოდა, რომლებიც კრატერის წარმომქმნელი შეჯახების დროს ზედაპირზე ამოიტყორცნა.

 შედმგომმა კვლევებმა ნათელი უნდა მოჰფინოს საკითხს, კონკრეტულად როგორ წარმოიქმნა წყალი მთვარის მანტიაში(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ; მთვარეზე წყალი ყოველთვის იყო; მთვარის ცეცხლოვანი წარსული; მთვარის მზიური წყალი: ნოტიო ქარი ვარსკვლავიდან; ტყუპმა ზონდებმა მთვარის ქერქის სისქე დააზუსტეს; რენტგენის სხივებმა მთვარის შიდა ნაწილი გაანათეს; დაგორებული ლოდი მთვარეზე; უცნაური კრატერი არისტარქე; შედგენილია მთვარის სრული 3D რუქა; ასტროფოზიკოსებმა მთვარის მაგნიტური ველის სიცოცხლის უნარიანობა ახსნეს; LRO-ს 10 საუკეთსო აღმოჩენა; ჩვენი პლანეტის გარშემო ორი მთვარე ბრუნავდა?; დედამიწა და მთვარე ”მესენჯერიდან”; კრატერი ტიხო მთვარეზე; ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”).

3 comments

  1. wyali tu agmochnda mtvareze dgevandeli shesadzleblobebit tu aris shansi rom sicocxlistvis tavsebadi
    pirobebi moewyos adamianistvis?
    ai marsze rom ganixilaven ragac xelovnuri atmosferos shemqnas tu ragac magdagvars mtvareze ar sheidzleba egre?

  2. მთვარეზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობები მარტო გერმეტულ, გამოსხივებისაგან და ა.შ. დაცულ შენობაში თუ მოეწყობა… მცირე გრავიტაციისა და სხვა მიზეზების გამო ადამიანი იქ მცირე ხნით თუ დარჩება, როგორც მაგალითად, კოსმოსურ სადგურზე, რამდენიმე თვით. თუ კაცობრიობამ კოსმოსი უნდა აითვისოს, მთვარეზე ბაზების აშენება ყველა ვარიანტში უნდა მოხდეს, იქიდან ადვილია რაკეტების გაშვება ზემოთ ხსენებული მცირე მიზიდულობის გამო(აპოლოს მისიების ვიდეოს თუ ნახავ, მთვარიდან აფრენისას საკმაოდ მცირე სიმძლავრის რაკეტებია გამოყენებული. ელ. მაგნიტური ამაჩქარებელიც კი მოერევა მთვარის გრავიტაციას…), ხოდა ის წყალი სარაკეტო საწვავის დასამზადებლად გამოდგება…

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *