კოსმოსი 2015

 ”ახალი ჰორიზონტები”

 კოსმოსური აპარატი ”ახალი ჰორიზონტები” თითქმის 9 წელია პლუტონისკენ მიემართება, რომელთანაც ამ წლის 15 იანვარს მიაღწევს. პლუტონის საუკეთესო ფოტოებზე პლანეტა მხოლოდ რუხი წერტილის სახით არის წარმოდგენილი. მაქსიმალურად მიახლოების თანავე, რაც ივლისში უნდა მოხდეს, აპარატი მაღალი ხარისხის ფოტოების გადმოცემას დაიწყებს, რომლებზეც მთების, ვაკეების, გეიზერებისა და კრატრების შთამბეჭდავი გამოსახულებები იქნება წარმოდგენილი.

 ”მესენჯერი”

 მერკურის ორბიტაზე ოთხი წელი ყოფნის მერე, კოსმოსური აპარატი ”მესენჯერი” მისიის დასასრულისთვის ემზადება. გაზაფხულზე, აპარატი პლანეტის ზედაპირს შეეჯახება, თუმცა, სანამ ეს მოხდება, აპარატი მერკურის ზედაპირს უპრეცედენტოდ ახლო მანძილიდან გადაიღებს და უკვე გადმოცემულ მონაცემებს მცირე დამატებას კიდევ გაუკეთებს.

დაბნელება

 ამ წელს მთვარის ორი სრული დაბნელება მოხდება, 4 აპრილს და 28 ოქტომბერს. 20 მარტს მომხდარი მზის სრული დაბნელების ჩრდილი არქტიკის თავზე გადაივლის. მზის ნაწილობრივი დაბნელება კი 13 სექტემბერს, აფრიკისა და ინდოეთის ოკეანის თავზე გამოჩნდება.

დიდი ადრონული კოლაიდერი

 2012-ში ჰიგსის ბოზონის აღმოჩენიდან 2 წელი გავიდა. ექსპლუატაციისა და მოდერნიზაციის მერე, კოლაიდერი მორიგი სამწლიანი გარბენისთვის ემზადება, რომელიც მარტში უნდა დაიწყოს, რათა დრო-სივრცესა და სამყაროზე კიდევ უფრო მეტი გავიგოთ. შეჯახებათა ენერგია 13 ტევ-მდე იქნება გაზრდილი, რაც წინანდელზე ორჯერ მეტია(კოლაიდერი სიმძლავრეს უმატებს).

 ცერესის წყლები

 გასულ წელს ასტრონომებმა ჯუჯა პლანეტა ცერესიდან ამოსული წყლის ორთქლი აღმოაჩინეს. ჯერ კიდევ დასადგენია, ამ ორთქლის უკან ვულკანები დგანან თუ სუბლიმაცია. ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად მისია ”განთიადის” მკვლევარები მუშაობენ.

 eLISA

 ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია eLISA, დრო-სივრცეში გაჩენილი ტალღების აღმოჩენას შეეცდება. საუბარია გრავიტაციულ ტალღებზე, რომლებიც შავი ხვრელების შერწყმისას ჩნდებიან. კოსმოსური აპარატი LISA pathfinder კოსმოსში ამ წელს გაფრინდება და ტექნლოგიის მუშაობის დემონსტრირებას მოახდენს, რომელიც კოსმოსის ქსოვილის რხევების გასაზომად შეიქმნა(შეკუმშული სინათლე გრავიტაციული ტალღების მოსაძებნად; LISA ფინანსურ კრიზისს შეეწირა; სამყარო ჰოლოგრამაა?!; NASA გრავიტაციულ ტალღებზე ნადირობას ატომის დონეზე იწყებს).

 ”როზეტა”

 კოსმოსური მისიის – ”როზეტა”, ძირითადი სამუშაოები ახლა იწყება. კოსმოსური აპარატი, კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ორბიტაზე მოძრაობს და მზისკენ მიმავალ გზაზე მიჰყვება მას. მნათობთან მაქსიმალურად ახლოს, კომეტა ამ ზაფხულს მოხვდება. თებერვალში კი აპარატი კომეტის მაქსიმალურად ახლო შემოფრენას დაიწყებს – სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მისი ზედაპირიდან(ფილი: დედამიწისეული წყალი არაკომეტურია).

კერძო სეგმენტი

dragon space x

 NASA და კერძო კომპანიები დაბალი ორბიტების იქეთ ადამიანების გამგზავრებაზე მუშაობას აგრძელებენ. SpaceX გაშვებების მეტ რაოდენობაში კოსმოსურ აპარატს – Dragon(დრაკონი), ჩართავს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთისა და სპეც.მასალების ატანის ჩათვლით. Orbital Sciences(ორბიტალური მეცნიერებები), რომელსაც გასული წლის ოქტომბერში რაკეტა ”ანტარესი” აუფეთქდა, კოსმოსურ აპარატს – Cygnus(გედი), ამჯერად, რაკეტა ”ატლას-5”-ით გაუშვებს(წლის მიღწევათა რეიტინგი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.