რა არის ელექტრონვოლტი?

რა არის ელექტრონვოლტი?

 ელექტრონვოლტი(ქართულად: ევ, საერთაშორისო: eV) – ენერგიის არასისტემური ერთეულია, გამოყენებული ატომურ და ბირთვულ ფიზიკაში, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკაში და მონათესავე დარგებში(ბიოფიზიკა, ფიზიკური ქიმია, ასტროფიზიკა და ა.შ.).

 ერთი ელექტრონვოლტი უტოლდება ენერგიას, რომელიც 1 ვოლტის პოტენციალთა სხვაობის მქონე ორ წერტილს შორის ელემენტარული მუხტის გადასატანად არის საჭირო. q მუხტის გადატანისას შესრულებული მუშაობა qU(U – პოტენციალთა სხვაობაა)-ს უტოლდება, ხოლო თუ ნაწილაკის ელემენტარული მუხტი, მაგალითად, ელექტრონის – 1.602 176 565(35)·10-19 კულონის ტოლია, მაშინ: 1 ევ = 1.602 176 565(35)·10-19 ჯოული იქნება(1.602 176 565(35)·10-12 ერგი).

 ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ელექტრონვოლტებში ჩვეულებრივ არა მარტო ენერგია, არამედ მასაც გამოისახება, ენერგიისა და მასის ექვივალენტურობიდან გამომდინარე E=mc2(ან m=E/c2), სადაც c სინათლის სიჩქარეა. ამის გამო უფრო კორექტული იქნება თუ ნაწილაკის მასას ასე გამოვსახავთ – eV/c2, თუმცა გამყოფი c2, იქ, სადაც ორაზროვნება არ შეიძლება გაჩნდეს(იგულისხმება), ხშირად არ წერენ ხოლმე. მასის ერთეულებში 1 ევ= 1,782 661 845(39)·10−36კგ, და პირიქით, 1 კგ=5,609 588 85(12)·1035ევ. 1 მაე(მასის ატომური ერთეული)= 931,494 061(21) მევ(მეგაელექტრონვოლტი). ელექტრონვოლტებში ნაწილაკის ელემენტარული იმპულსიც შეიძლება გამოისახოს(ევ/c). ბირთვული პროცესებისთვის დამახასიათებელ ენერგიებთან შედარებით ელექტრონვოლტი ძალიან პატარა სიდიდეა, ამიტომ ფიზიკოსები ჯერად ერთეულებს იყენებენ:

კილოელექტრონვოლტი(კევ) – 1000 ევ,
მეგაელქტრონვოლტი(მევ) – 1 მილიონი ელექტრონვოლტი,
გიგაელექტრონვოლტი(გევ) – 1 მილიარდი ელექტრონვოლტი.

 ელემენტარული ნაწილაკების ამაჩქარებელთა ბოლო თაობა რამდენიმე ტრილიონი ევ-ს მიღწევის საშუალებას იძლევა(ტერაელექტრონვოლტი, ტევ). ერთი ტერაელექტრონვოლტი დაახლოებით, გაფრენილი კოღოს კინეტიკურ ენერგიას უტოლდება.

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *