სულიერი მოვლენები სხვა განზომილებებში არსებობს

 ასტრონომი და მათემატიკოსი ბერნარდ კარი  თვლის, რომ ბევრი მოვლენა, რომლებსაც ვხედავთ და ჩვენი განზომილების ფიზიკური კანონების ჩარჩოებში ვერ ვხსნით, ფაქტიურად სხვა განზომილებებში ხდება. ალბერტ აინშტაინი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ 4 განზომილება არსებობს, მეოთხე განზომილება დრო ან დრო-სივრცეა და მათი გაყოფა შეუძლებელია. თანამედროვე ფიზიკაში მხარდაჭერას 11 განზომილების არსებობაც იღებს.

 კარი, მათემატიკისა და ასტრონომიის მასწავლებელი ლონდონიდან, ამბობს, რომ ჩვენი ცნობიერება სხვა განზომილებასთან ურთიერთქმედებს. გარდა ამისა, მრავალგანზომილებიან სამყაროს, როგორც მას წარმოუდგენია, იერარქიული სტრუქტურა აქვს. ჩვენ ყველაზე უფრო დაბალი დონის განზომილებაში ვიმყოფებით.

 ”მოდელი ცნობილ ფილოსოფიურ პრობლემებს ხსნის, კავშირს მატერიასა და ცნობიერებას შორის, დროის ბუნებას, ის, მოვლენათა ინტერპერეტაციის ანთოლოგიური საფუძველია, როგორებიც არიან მოჩვენებები, მოგზაურობები სხეულს გარეთ, სიკვდილისწინა განცდა და სიზმრები” – წერს კერი. მეცნიერი ასკვნის, რომ ჩვენი ფიზიკური ორგანოები მხოლოდ სამგანზომილებიან სამყაროს გვიჩვენებენ, თუმცა ფაქტიურად, მინიმუმ ოთხი განზომილება არსებობს. ის, რაც მაღალ განზომილებებში არსებობს, ჩვენი ორგანოებით მისი არსის გაგება არ შეგვიძლია. ასეთ არსს ისეთი განზომილება აქვს, რომელშიც მას შეუძლია არსებობა.

 ”ერთად-ერთი არაფიზიკური არსებები სამყაროში, რომლებზეც ჩვენ გარკვეული წარმოდგენა გვაქვს, მენტალურები არიან, დამზერილი ზებუნებრივი მოვლენები იმაზე გვაფიქრებინებენ, რომ მენტალური არსი გარკვეულ სივრცეში უნდა არსებობდეს”.

 სხვა განზომილების სივრცე, რომელშიც ჩვენ სიზმრით შევდივართ, იკვეთება სივრცესთან, რომელშიც მეხსიერება არსებობს. ტელეპატია თუ ნათელმხილველობა კოლექტიური მენტალური სივრცის არსებობას ამტკიცებს. ”არაფიზიკურ ობიექტებს შინაგანი ნიშნები აქვთ” – წერს კერი თავის წიგნში – ”მატერია, აზროვნება და მაღალი განზომილებები”.

 ის, უკვე არსებულ ჰიპოთეზებს ეყრდნობა, კალუცა-ქლეინის თეორიის ჩათვლით, რომელიც მიზიდულობისა და ელექტრომაგნეტიზმის ფუნდამენტურ ძალებს აერთიანებს. ეს თეორია ხუთგანზომილებიანი სამყაროს არსებობას ვარაუდობს.

 ” M-თეორიაში” 11 განზომილებაზეა საუბარი, სიმების თეორიაში 10-ზე. კარი ამას აღიქვამს, როგორც ოთხგანზომილებიან ”გარე” სამყარო, ანუ ოთხი განზომილება აინშტაინის ფარდობითობის თეორიაში, 6 ან 7 ”შიგა” სივრცე, რაც ნიშნავს, რომ ეს განზომილებები პარაფსიქოლოგიურსა და სხვა ”ხელით შეუხებელ” მოვლენებს უკავშირდებიან(ანომალური მოვლენები; ნახეთ კიდევ…).

One comment

  1. ძალიან დამაინტერესება,ამ სტატიამ,ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის მომენტებია სადაც მეცნიერება უკვე ფილოსოფიას უკავშირდება, წრედი რო იკვრება და ერთიანობა რომ ჩანს …

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.