თითქმის შერწყმული მასიური ხვრელები

 ჭავლები, რომლებიც ამ ზეობიექტებიდან ამოდიან, „მეზობლების“ გრავიტაციისაგან ზიგზაგისებრ მდგომარეობამდეა დეფორმირებული(jpl/nasa). გალაქტიკა, რომელმაც ეს ხვრელები შეიფარა, მალე, კოლოსალური მასშტაბების შერწყმებისა და შთანთქმების არენად გადაიქცევა.

 ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ორბიტალური ტეელსკოპის WISE(1)-ს საშუალებით უიშვიათესი ობიექტი აღმოაჩინეს – WISE J233237.05-505643.5 – ზემასიური შავი ხვრელების წყვილი(10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ), რომლებიც ერთმანეთის გარშემო სპირალური ტრაექტორიებით მოძრაობენ და შერწყმისათვის ემზადებიან, რათა კიდევ უფრო დიდ ხვრელად გადაიქცნენ(ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!).

 ობიექტი WISE J233237.05-505643.5 მდებარეობს გალაქტიკაში, რომელიც დედამიწას 3,8 მილიარდი სინათლის წლითა არის დაშორებული. დღეისათვის ეს, მესამე ობიექტია ცნობილ შერწყმის პროცესში მყოფ ზემასიურ შავ ხვრელთა შორის. მათ შორის მანძილი რამდენიმე ათასი სინათლის წელია, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს: შუაში მდებარე ვარსკვლავები ორივე ხვრელიდან კოლოსალური სიმძლავრის გრავიტაციულ ზემოქმედებას გრძნობენ, როს გამოც მათი ორბიტები მკვთრად იცვლებიან და უჩვეულო ფორმებს ღებულობენ.

 იმაში დასარწმუნებლად, რომ მართლა ორ ზემასიურ ხვრელთან გვაქვს საქმე, რადიოტელესკოპები იქნა გამოყენებული. ობიექტიდან არა ორი პარალელური რელატივისტური ჭავლი(ჯეტი) ამოდის, არამედ ზიგზაგისებრი წარმონქამნები, რომელთა ფორმები ამ კომპანიონი ხვრელების გრავიტაციით არის დამახინჯებული.

 ოპტიკურ დიაპაზონში ჩატარებული დაკვირვებები ასევე იმაზე მიუთითებენ, რომ ერთი ხვრელის აკრეციულმა დისკომ მეორესას გუნდას ფორმა მისცა, რაც ორმაგი ობიექტის ბუნებას კიდევ უფრო ამტკიცებს(შავი ხვრელების შერწყმის ვიდეორგოლი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.