ჯადოქრის თავი

 ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტომ, ნისლეულ ჯადოქრის თავის ფოტო გამოაქვეყნა (NASA). ნისლეული ოფიციალურად ასე აღინიშნება – IC 2118. ის ერიდანის თანავარსკვლავედში, დედამიწიდან 900 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს სახელი ნისლეულმა კიდეების მოხაზულობის გამო მიიღო, რომელშიც ასტრონომებმა ჯადოქრის თავის ქალის პროფილი ამოიცნეს. ნისლეულის წარმოშობა ბოლომდე გარკველი არაა. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ძველი ზეახლის ნარჩნი უნდა იყოს. მეორეს მიხედვით – ეს ჩვეულებრივი გაზ-მტვროვანი ღრუბელია, რომელსაც ახლოს მდებარე ახალგაზრდა ვარსკვლავები და ცისფერი ზეგიგანტი რიგელი ანათებს. ფოტო WISE-მ გადაიღო. ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპი ორბიტაზე 2009 წელს გაიტანეს. 2011 წლის თებერვალს, რაც ინსტრუმენტების გამაცივებელი თხევადი ჰელიუმის მარაგი ამოიწურა, ტელესკოპი მძინარე რეჟიმში გადაიყვანეს, 2012 წლის მარტში კი აპარატით გადაღბული ყველა დაუმუშავებელი მასალა ნასამ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. 2013 წლიდან სააგენტო მას დედამიწისთვის საშიში ასტეროიდების საძებნელად იყენებს. ახალი მისიის სახელია NEOWISE (WISE).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.