ელონ მასკი: ”ანტარესი” კონსერვის ქილაა

 რაკეტამატარებლის ”ანტარესი”,  აფეთქებასთან ერთად 200 მილიონი დოლარიც აორთქლდა. დაზღვევის მიუხედადავ, დანაკლისი კოლოსალურია. NASA-ს განცხადებით – ”არაფერი კრიტიკული და აღუდგენელი”, რაც რაკეტასთან ერთად დაიკარგა, თუმცა, ყველა მოწმე ”უკიდურესად გაწბილებული დარჩა”. კარგია, რომ არავინ დაზარალდა, კოსმოსდრომის გარდა, რომელიც სერიოზულად დაზიანდა. NASA-მ ტონობით ტვირთი დაკარგა, მათ შორისაა ძვირფასი აპარატურა, საკვები ასტრონავტთათვის და სანტექნიკური საჭიროების ნივთები.

 ელონ მასკი: ”მიკვირს, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა კონკურენტმა – Orbital Sciences, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან თანამშორმლობაზე მოაწერა ხელი. ისინი რუსულ სარაკეტო ძრავებს იყენებენ, რომლებიც 60-იან წლებშია წარმოებული. არა კონსტრუირებული, არამედ სწორედ რომ დამზადებული და სადღაც ციმბირში შეფუთული”( ელონ მასკი: მზის სისტემის კოლონიზაცია გადაშენებისგან დაგვიცავს).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=jHMmMgdcOSU

 ძვირფასი ტვირთის თითქმის მესამედი(წონით) საექსპერიმენტო აპარატურაზე მოდიოდა, სტუდენტური პროექტებიდან დაწყებული, რომლებიც მიკროგრავიტაციის პირობებში ბარდას ზრდას სწავლობენ, მაღალტექნოლოგიური კამერით დამთავრებული, რომელსაც კოსმოსიდან მეტეორებზე დამზერა უნდა განეხორციელებინა.

 მთელი ტვირთი კოსმოსურ აპარატში – Cygnus, იყო მოთავსებული. ”ანტარესიცა” და Cygnus-იც Orbital Sciences-ს მიერ არის აწყობილი და ეს მისია კომპანიისთვის მესამე უნდა ყოფილიყო საერთაშორისო სადგურზე(სკს) ტვირთის ატანის საქმეში.

 კამერა ”მეტეორი” პირველი დამოუკიდებელი ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო, რომლითაც სკს-ს ბორტიდან მეტეორიტულ წვიმებზე დაკვირვება მოხდებოდა.

 დაიწვა Planet Labs-ის 26 თანამგზავრი – Flock 1D, რომლებიც დედამიწის ვიზუალზე დასაკვირვებელ, ორბიტაზე უკვე გაყვანილ 71 თანამგზავრს უნდა შეერთებოდნენ. ოხრად დარჩა Akryd 3-იც, დედამიწისკენ მოძრავ ასტეროიდებზე დასაკვირვებელი ტელესკოპის სადემონსტრაციო ტექნოლოგიის გამოსაცდელი აპარატი.

 NASA-ს დანაკარგთა სიაშია Radiometer Atmospheric CubeSat Experiment, პატარა ექსპერიმენტული თანამზგავრი(10 х 10 х 30 სანტიმეტრი), რომელსაც დედამიწის კლიმატისა და გარემოს ცვლილება უნდა შეესწავლა, ასევე ატმოსფერული წყლის ორთქლი.

 კიდევ ერთი პროექტი, სამედიცინო ექსპერიმენტი Drain Brain(”გაჟონვა ტვინში”). ასტრონავტების კისერზე მიმაგრებული მოწყობილობა, ტვინიდან გულისკენ მიმავალი სისხლის ნაკადს ზომავს, რათა უკეთ მოხერხდეს უწონობის პირობებში მყოფი ასტრონავტების მკურნალობა(როცა უწონობა ტვირთია: რაზე არ ლაპარაკობენ ასტრონავტები), რომლებიც თავის ტკივილებსა და სხვა ნევროლოგიურ პრობლემებს უჩივიან.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.