”მანგალიანმა” ოლიმპო გადაიღო

 ინდური წარმოების (ინდოეთი: წარმატებული დასაწყისი) მარსის ორბიტულმა აპარატმა(MOM, იგივე ”მანგალიანი”) კიდევ ერთი გამოსახულება გადმოსცა – მზის სისტემის ყველაზე დიდი ვულკანისა და კანიონის ფოტო.

 უდიდეს ოლიმპოს მთასა და გიგანტურ კანიონს შორის სივრცეზე, სახელად მარინერი, ფართო ვულკანური პლატო მდებარეობს, ტერიტორია ფარსიდის კუთვნილი სამი უზარმაზარი ვულკანით. მათ შორისაა მთები – არსია, ფარშევანგი და ასქრეუსი (wiki), ოთხივე ფარისებრი ვულკანების ტიპის. ოლიმპო, დაახლოებით სამჯერ მაღალია ევერესტზე, ფართობით კი არიზონას შტატის ზომისაა. ოლიმპო, წითელი პლანეტის სამხრეთ ნაევარსფეროში მდებარეობს. მისი დიამეტრი 624 კილომეტრს უტოლდება, სიმაღლე კი 25 კილომეტრს და 6 კილომეტრიანი ციცაბო ფერდობებით არის შემოფარგლული. მარინერის ხეობას (დიდი კანიონი მარსზე), მარსის დიდ კანიონსაც უწოდებენ. მისი სიგრძე, დაახლოებით, ამერიკის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთამდე მანძილის ტოლია. ოლიმპოსა და კანიონის გამოსახულებები 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ორი დღით ადრე კომეტა საიდინგ-სპრინგსის, მარსისა და შესაბამისად ამ ხომალდის მაქსიმალურ მიახლოებამდე. შედარებისთვის, გამოსახულების ქვედა მარცხენა კუთხეში, 1970 წელს, ნასას კოსმოსური აპარატის ”ვიკინგი-1” (”ვიკინგები” მარსზე: 5 ფაქტი ლეგენდარული მისიის შესახებ)-ის მიერ გადაღბული მარსია წარმოდგენილი. მარჯვენა ქვედა კუთხეში კი ”მანგალიანი”-თ მიღებული ფოტოა ნაჩვენები, ხვეულებიანი ქარებით მასზე. ამ დროს, 2014 წლის 28 სექტემბერს, პლანეტასა და აპარატს შორის მანძილი 74 500 კილომეტრს შეადგენდა (ყველაზე დიდი ვულკანი ოკეანის სიღრმეებში იმალებოდა; იაფეტის ეგზოგენური მთები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.