10 საინტერესო ფაქტი თანამედროვე დედამიწის შესახებ

 მას შემდეგ, რაც პირველმა კოსმონავტმა ჩვენი ცისფერი ბურთის უკიდეგანო სივრცეები კოსმოსიდან დაინახა, ადამიანები, ჩვენი პლანეტის ყველა საიდუმლოს გაგების მანიამ შეიპყრო. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზოგიერთი სიახლე ჩვენს მიერ ისე არ აღიქმება, როგორც სინამდვილეში არის…

ევერესტი ფართოვდება

 დახლოებით 50 მილიონი წლის წინათ ინდოეთის სუბკონტინენტმა ”გადაწყვიტა”, რომ ეკვატორის სამხრეთ ნაწილში ყოფნა მოსაბეზრებელია და ინდოეთის ოკენეში ჩრდილოეთით დაიწყო მოძრაობა. სუბკონტინეტი აზიას შეეჯახა, რის შედეგადაც ჰიმალაის ქედი გაჩნდა, ევერესტით მასზე. დღეისათვის ამ მთის სიმაღლე ლამის 9 კილომეტრია და ყველაზე მაღალ მწვერვალად ითვლება დედამიწაზე(ზღვის დონიდან). ხსენებული შეჯახება გრძელდება და მთის ზრდაც უნდა გრძელდებოდეს, თუ არა?

everest დროში გაგრძელებულ შეჯახებას ევერესტი ჩრდილო-აღმოსავლეთით მიაქვს, 42 მილიმეტრით წელიწადში. ამიტომ, ევერესტის მომდევნო დამპყრობელს იგივე სიმაღლეზე მოუწევს ასვლა, თუმცა 3 მეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით იმ სივრცის მიმართ, რომელზეც პირველად, 1953 წელს ედმუნდ ჰილარი და თენცინგ ნორგეი ავიდნენ.

 ყველაზე მაღლი მთა მსოფლიოში არის მაუნა-ლოა

 მაუნა-ლოა(ჰავაელების ენაზე ”გრძელი მთა”) ჰავაის კუნძულების ნაწილია, შეთავსებით – მეგავულკანიც. ვიზუალურად ახლოსაც ვერ მივა ევერესტთან, რადგან მისი დიდი ნაწილი წყალშია ჩაძირული და მხოლოდ მწვერვალის დანახვა შეგვიძლია.

 ამასთან ერთად, მაუნა-ლოამ ოკენის ფსკერი კიდევ 8 კილომტრით ქვემოთ დაწია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ ამ ვულკანის სიმაღლე 17 კილომეტრია, მასთან შედარებით, ევერესტი პატარა კლდოვანი გორაკია(მარსზე ცხოვრებამ შეიძლება ჭკუიდან გადაგვიყვანოს?).

 ტორნადო უხილავია

cecxlovani tornado ტორნადოსგან საუკეთესო დამცავი მიწისქვეშა თავშესაფარია. თუმცა, როგორ დავინახოთ ტორნადო, თუ ის გამჭვირვალე ჰაერისგან შედგება? სინამდვილეში, ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ არა მარტო ჰაერს ვხედავთ, არამედ კონდენსირებული წყლისგან შემდგარ ღრუბელსაც, ასევე ტალახსა და ნაგავს. ტორნადო ჰაერის უხილავი ხვეულისგან ფორმირდება, რომელიც გარკვეული დროის მერე ფართოვდება, იწოვს ყველაფერს რაც გზაზე შეხვდება(ცეცხლოვანი ტორნადო ავსტრალიაში).

 ტონიანი ღრუბლები

earth-clouds-seen-from-shuttle-lg1 გამოთქმა ”მსუბუქი, როგორც ღრუბელი”, ამ სტატიის წაკითხვის მერე კომპლიმენტად აღარ მოგეჩვენებათ. სინამდვილეში, ღრუბელი წარმოუდგენლად მძიმეა. საშუალო ზომის ღრუბლის ქულა 500 ტონას იწონის. ასეთი ”ბეჰემოთი” ფრენას იმიტომ ახერხებს, რომ მისი შემომფარგლავი ატმოსფერო კიდევ უფრო მძიმეა.

 ჰაერი ისეთივე დენადია, როგორც სითხე. აქ უკვე არქიმედეს კანონი იწყებს მოქმედებას – ღრუბელზე მოქმედი ამომგდები ძალა, რომელიც მის მიერ გამოძევებული ჰაერის ექვივალენტურია.

 მაგნიტური ტორნადოები დედამიწაზე

 ასეთი საშიშროებისგან დედამიწის მაგნიტური ველი და სქელი ატმოსფერო(დედამიწის მაგნიტური ველი სუსტდება) გვიცავს.

 მაგნიტური ნაკადების, ან ”პლაზმოიდების”, შერევის მოვლენა მაშინ ხდება, როცა მერკურის მაგნიტური ველი(მერკურის ანომალური ველი) მზის მაგნიტურ ველს ეხლბა. მეცნიერთა აზრით, სწორედ ამ მიზეზით არის მერკურის ატმოსფერო ასეთი თხელი. მზიური ქარისგან ხვეული წარმოიქმნება, რომელიც მერკურის ზედაპირზე ეშვება, ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების ხარჯზე გრუნტიდან ნარჩენი გაზები თავისუფლდებიან.

 სიცოცხლე ქვაში

 უდაბნოში ან ღრმა გამოქვაბულში ყოფნისას, ადამიანს ერთხელ მაინც უგრძვნია, რომ არ არის მარტო. ეს ხომ მართლაც ასეა. ჩვეულებრივი ქვების შიგნით სიცოცხლე ყვავის. ესენი მიკროსკოპული ენდოლითები არიან, რომლებიც 3 კილომეტრის სიღრმეზეც კი ცხოვრობენ. ამ ექსტრემოფილთა უმრავლესობა წყლისა და ჩვეულებრივი საკვების გარეშე ცოცხლობს. ენდოლითების ზოგიერთი სახეობა ქვებით იკვებება. ამისათვის ისინი მჟავას გამოყოფენ, რომელიც ქვის საუზმეს ხსნის.

 მოლივლივე შვეიცარია

 დედამიწის ზედაპირი ელასტიურია, რის გამოც მთვარე და მზე ისეთნაირადვე ზემოქმდებენ მასზე, როგორც წყალზე, თუმცა არა ასე ადვილად შესამჩნევად(ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”). ეს ყველაფერი არა მარტო ვაკე ადგილებს ეხება, მთვარისა და მზის ძალასთან ალპებიც კი უძლურნი არიან.

 დეტალური კვლევა-გაზომვებით დადგინდა, რომ ყოველდღიურად შვეიცარია ხან აიწვეა, ხან დაიწევა, 25 სანტიმეტრზე დედამიწისეული მყარი ზედაპირიდან.

მოცეკვავე ციკლონები

superujredi იაპონელმა მეტეოროლოგმა საკუჰენ ფუძივარამ აღმოაჩინა, რომ ორი ციკლონის ერთმანეთთან მიახლოებისას, ისინი მიახლოების ცენტრის გარშემო ბრუნავენ და ცეკვისმაგვარ მოძრაობებს აკეთებენ. ფუძივარას ეფექტი მაშინ ხდება, როცა ციკლონებს ერთნაირი ძალა გააჩნიათ, წინაამდეგ შემთხვევაში დიდი ციკლონი პატარს გადაყლაპავს.

 ჩუმი გიგანტური მიწისძვრები

 მიწისძვრის წინ წინასწარი ბიძგები შეიმჩნევა ხოლმე, თუმცა, ქანებს შორის ხახუნი ყოველგვარი ბიძგების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს(პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

 ტექტონიკურ ნაპრალებზე დაკვირვებით დადგინდა, რომ აქ მთელი რეგიონისთვის სახიფათო პოტენციურად კატასტროფული ენერგია შეიძლება დაგროვდეს, თუმცა ძლივს შესამჩნევი ბიძგებით მიმდინარე, ე.წ. მცოცავი მიწისძვრები, რომლბიც 30 წუთი გრძელდებიან(ქარიშხალი და მიწისძვრა: მოკავშირეები?).

 იელოსთოუნი

volcani sakurazima da elva ეს ვულკანი უკვე იმდენჯერ ამოიფრქვა, რომ სუპერვულკანად ვეღარ გადაიქცევა. ამას უფრო, ჩილეს ტერიტორიაზე მდებარე ლაგუნა-დელ-მაულისგან უნდა ველოდეთ, თუმცა ამ მომენტისთვის ამოფრქვევის არანაირ ნიშნებს ის არ იძლევა. ყველაზე უფრო საინტერესო და უჩვეულო ისაა, რომ ეს ვულკანი ზომაში იზრდება, 24-28 სანტიმეტრი წელიწადში, გაურკვეველია რატომ(ყველაზე დიდი ვულკანი ოკეანის სიღრმეებში იმალებოდა).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *