მარსელი დემონი

 ქვიშის ქარბორბალა, რომელსაც ქვიშის დემონსაც უწოდებენ, არა მარტო დედამიწაზე ჩნდება, არამედ მარსზეც.

 800 მეტრიანი ქვიშის მბრუნავი სვეტი, მაღალი გარჩევადობის კამერა HiRISE-მ გადაიღო, რომელიც მარსის ორბიტალურ მზვერავზეა(MRO) დაყენებული.

 HiRISE-მ დემონი 2012 წლის თებერვალში გამოიჭირა, როცა ის, მარსის ჩრდილოეთში Amazonis Planitia-ს სახელით ცნობილი რეგიონის თავზე იყო. აქ ქარბორბალას ბევრი კვალია, ზედაპირზე გავლებული ზოლების სახით. მტვროვანი შლეიფის დიამეტრი დაახლოებით 27 მეტრია.

 ფოტო მაშინ იქნა გადღებული, როცა მარსი მზიდან შორს იყო. ისე როგორც დედამიწაზე, მარსზეც, ქარები მზის ენერგიის ხარჯზე წარმოიქმნება, ჰაერის არათანაბარი გათბობით(თუმცა მარსული ატმოსფერო ძალიან გაიშვიათებულია). მზის სხივთა მოქმედება ამ სეზონზე მცირდება, თუმცა ქარბორბალა მაინც ჩნდება და ახლად დალექილ მტვერს ისევ ჰაერში ატრიალებს.

 ტორნადოსგან განსხვავებით, ასეთი ქარბორბალა დღე წარმოიქმნება, როცა დედამიწას მზის სხივები ათბობს, ჰაერის გაცხელებით ზედაპირთან ახლოს. ამ დროს, განსაზღვრულ სიმაღლეზე, ცივი ქარი ქრის, რომელიც აღმავალი თბილი ჰაერის სვეტებს ეხლება და სპირლურად იწყებს ტრიალს, წარმოიქმნება ქვიშის დემონი.

 MRO, 2006 წლიდან ექვსი ინსტრუმენტის საშუალებით იკვლევს მარსს. ახლა, გაფართოებული მისიით, ორბიტალური აპარატი ძველ გარემოს იკვლევს – ქარები, მეტეორიტების დაცემა, სეზონური ყინვები, მარსის ზედაპირზე ზემოქმედებას ახლაც აგრძელებს. ამ მისიამ უფრო მეტი მონაცემები მოიპოვა მარსზე, ვიდრე დანარჩნმა ორბიტალურმა თუ მიწიდან ჩატარებულმა მისიებმა ერთად(მარსის ორბიტალური მზვერავები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.