როცა უწონობა ტვირთია: რაზე არ ლაპარაკობენ ასტრონავტები

 1961 წლის 5 მაისს, ნასა, უკვე მეორედ, პირველი წარუმატებელი მცდელობის მერე, ადამიანის კოსმოსში გაშვებას ცდილობდა. პირდაპირმა ტრანსლაციამ მილიონობით ამერიკელი მაყურებელი ეკრანებს მიაჯაჭვა. დღის გმირი იყო ასტრონავტი ალან შეპარდი. სხვადასხვა ტექნიკური პრობლემების გამო ხომალდის გაშვება ფერხდებოდა, ფრენა 15 წუთი უნდა გაგრძელებულიყო, შეპარდი კი სკაფანდრ Freedom 7-ში უკვე მეოთხე საათი იწვა და სასტიკად უნდოდა ფისი Smile.

ამერიკელების სიძნელეები

 მაშინ, ტელემაყურებლები რეპორტაჟის ყურებასთან ერთად იმასაც კითხულობდნენ, თუ რაზე ფიქრობდა ასტრონავტი ასეთ გრანდიოზულ მომენტში, ფრენის მართვის ცენტრში კი სრული ქაოსი სუფევდა. ალანი იტყობინებოდა, რომ მას მოთმენა აღარ შეეძლო, სპეცილისტები კი ამ პრობლემის სწრაფ გადაწყვეტაზე ფიქრობდნენ. საქმე იმაშია, რომ ფრენის ამდენი ხნით გადადებაზე არავის უფიქრია, შესაბამისად, არც საპიფარეშოში ასტრონავტის გასვლა იყო გათვალისწინებული. ბოლოს, ბრძანებაც მოვიდა: ”გააკეთე ეს პირდაპირ სკაფანდრში”. სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს საშიში არ იყო, მხოლოდ გულისცემის კონტროლირება თუ გამოვიდოდა მწყობრიდან. ელექტროდები, რომლებიც ამ სიგნალს იძლეოდნენ, თბილი ჭავლის მისვლისთანავე ”გაგიჟდნენ”, თუმცა, ფრენამ ნორმალურად ჩაიარა.

 მეორე ამერიკელი ასტრონავტი, გას გრისომი, ტუალეტთან დაკავშირებულ პრობლემებს სრულიად მომზადებული შეხვდა. სუბორბიტული ფრენის დროს მას ქალის საფენებისაგან შედგენილი გიგანტური საფენი ჰქონდა გაკეთებული. დიდი ზომის პამპერსებს მაშინ ჯერ კიდევ არ უშვებდნენ.

 შემდეგ, როცა ამერიკელებმა ორბიტაზე დაიწყეს ფრენა, ასტონავტები ”უფრო მოწინავე” სისტემებით იქნენ აღჭურვილი. სპეციალური შარდმიმღებები ფრენის ბოლომდე ინახებოდა, ხოლო აპოლონების მისიის დროს, მათ პირდაპირ ღია კოსმოსში ყრიდნენ. უფრო რთული ფიზიოლოგიური ამოცანების შესასრულებლად ამერიკელები შემწოვი უნარის მქონე კედლებიან პაკეტებს ანუსზე სკოჩით იწებებდნენ. საჭიროების მერე ასტრონავტი პაკეტს იხსნიდა, მასში კონსერვანტს უმატებდა და სპეციალურ სანაგვე ავზში აგდებდა. პრივატულობისთვის, ამ პროცესის დროს ასტრონავტებს კამერის გამორთვის უფლებას აძლევდნენ. მაშინდელი ამერიკული პერიოდული გამოცემების მიხედვით, იყო შემთხვევები, როცა ასტრონავტს ასეთი პაკეტი არასაჭირო მომენტში ძვრებოდა ხოლმე. ”შატლების” გამოჩენამდე, ასტრონავტებს ამ სისტემასთან უხდებოდათ შეგუება. მათი პირობების შესამსუბუქებლად ნასა იგონებდა საკვებს, რომელიც პაკეტებით სარგებლობის სიხშირეს ამცირებდა.

კოსმონავტზე ზრუნვით

 სსრკ-ში თავიდანვე არა 15 წუთიანი სუბორბიტული ფრენისთვის ემზადებოდნენ, არამედ ნამდვილი ორბიტული ფრენისთვის. ამიტომ კოსმოსნავტის სიცოცხლის უზრუნველყოფის საკითხებს საფუძვლიანად მიუდგნენ. თუ ამერიკელებმა თავიანთი პირველი ასტრონავტი უბრალო შარდმიმღებითაც კი არ აღჭურვეს, გაგარინს, სამი კვირით ადრე განხორციელებული ფრენის დროს, საჭიროების შემთხვევაში მცირე და დიდი ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეეძლო. ასეთი განსაკუთრებული ზრუნვა პირველ კოსმონავტზე, დღეს შეიძლება უჩვეულოდ მოგვეჩვენოს, თუმცა ყველაფერი იმით აიხსნება, რომ დაუგეგმავი ვარიანტებიც იყო გათვალისიწნებული, თუ, მაგალითად, ხომალდი ”ვოსტოკი” საჭირო მომენტში არ დაიწყებდა ორბიტიდან დაშვებას. ასეთ შემთხვევაში დაშვება 3-5 დღის მერე შეიძლებოდა მომხდარიყო, როცა ”ვოსტოკი” ბალისტიკური გამოთვლებით თვითონ დაიწყებდა ორბიტიდან ვარდნას. სწორედ ასეთი შემთხვევისთვის იქნა შემუშავებული ეგრეთ წოდებული ასმ (”ასსენიზაციურ-სანიტარული მოწყობილობა”). რამეთუ ფრენა წარმატებით მიმდინარეობდა, გაგარინმა ასმ მცირე მოთხოვნილებისთვის გამოიყენა, ისიც ცნობიმოყვარეობის გამო. როგორც ცნობილია, მკაცრი განრიგის მიუხედავად, გაგრინმა ავტობუსი გააჩერებინა და გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე ტუალეტში შევიდა.

პროგრესი ტუალეტში

 თუ პირველი ასმ მხოლოდ ცალკეული ნაწილებით ჰგავდა ჩვეულებრივ ტუალეტს, ათეულობით წლების მერე, პროგრესი ამ საქმეში გარდაუვალი იყო. რუსული ტუალეტი საერთაშორისო სადგურზე (სკს) და ამერიკული ”შატლზე”, ისეთივე მოსახერხებელია, როგორც ”მიწიერი” ანალოგები. მიუხედავად ამისა, უფრო ძვირადღირებულია და გამოყენებისთვის მეტ დროს მოითხოვს. პირველ რიგში, დიდი მოთხოვნილების დროს ასტრონავტი ღვდებით არის დამაგრებული მასზე, რადგან კოსმოსურ ტუალეტში ადამიანი რეაქტიულ ჭურვად შეიძლება გადაიქცეს, რეაქტიული ძრავით Smile . მეორეს მხრივ, კოსმოსში კანალიზაცია არ არის და ასტრონავტებს ნარჩენების უტილიზაციაზე გარკვეული დროის დახარჯვა უწევთ. სკს-ს რუსულ ნაწილში შარდს 35%-იანი გოგორდმჟავას წყალხსნარით უკეთებენ კონსერვაციას, ხოლო შემდეგ დედამიწაზე აბრუნებენ. ისტორიულ კოსმოსურ სადგურ ”მირზე”, რომელიც უკვე აღარ არსებობს, პირველად იქნა გამოყენებული მოწყობილობა, შარდიდან წყლის გენერაციისათვის.

 კოსმონავტები ამ წყალს არ სვავდნენ, მისგან სუნთქვისათვის საჭირო ჟანგბადი მიიღებოდა. ამერიკელები კი შარდს ბორტსმიღმა ისროდნენ, თუმცა ახლა წყლის რეგენერაციის ანალოგიური სისტემა შეიმუშავეს. სკს-ზე მისი აუცილებლობა არც არის.

 მყარ ნარჩენებს რუსებიც და ამერიკელებიც დედამიწაზე აბრუნებენ. ამერიკელები მყარ ნარჩენებს მათი ცოტა ხნით კოსმოსურ ვაკუუმში მოთავსებით აშრობდნენ, შემდეგ დედამიწაზე დაბრუნებამდე ”შატლზე” ინახავდნენ. რუსები ასეთ ნარჩენებს კონტეინერებში ინახავენ და სატრანსპორტო ხომალდ ”პროგრესის” საუალებით დედამიწაზე აგზავნიან.

 ”მირიდანაც” და სკს-დანაც ვრცელდებოდა ხმები, რომ არა მარტო ევროპელები, არამედ ამერიკელებიც, რომლებსაც შედარების საშუალება მიეცათ, უპირატესობას რუსულ ტუალეტს აძლევდნენ, ხოლო ”შატლების” ფრენების შეწყვეტის მერე არჩევანი აღარ დარჩა, რუსული ტუალეტი ორბიტაზე ერთადერთია (ძნელია ასტრონავტობა?; რატომ ვუშვებთ კოსმოსში ისევ ცხოველებს? ; დაცვაზე ეკონომიას არ აკეთებენ?; კოსმოსის სუნი; ყველაზე გამოცდილმა ასტრონავტმა NASA დატოვა; რატომ უნდა ჰქონდეთ ასტრონავტებს ძლიერი კბილები?; ასტრონავტები სიმაღლეში იზრდებიან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.