რატომ უნდა ჰქონდეთ ასტრონავტებს ძლიერი კბილები?

 ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობაში საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, თუ რატომ უნდა ჰქონდეს ასტრონავტს ძლიერი და ჯანსაღი კბილები. საბოლოოდ, გამოკითხვამ ძალიან სახუმარო შედეგი გამოიღო. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ. მოსახლეობის უამრავი სასაცილო ვერსიის შემდეგ სააგენტომ პასუხი გამოაქვეყნა. ელექტრომაგნიტური ძალები და ვიბრაცია, რომელსაც ასტრონავტი ფრენის დროს განიცდის ძალიან ძლიერია, ასტრონავტი თავის წონაზე 4-ჯერ მეტი ხდება, რაც კბილებზე ძალიან ცუდად იმ შეთხვევაში აისახება, თუ მას ჯანსაღი კბილები არა აქვს, მინანქარი ძალიან სწრაფად იწყებს დაშლას ან კბილი შეიძლება ფესვიანად ამოვარდეს. ასევე ატმოსფერული წნევა, რომელშიც ასტრონავტი იმყოფება მთელი 6 თვის განმავლობაში ძალიან ცუდად მოქმედებს პირის ღრუზე, ამიტომაც ისინი არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ კოსმოსშიც ინტენსიურად უვლიან კბილებს. ხოლო თუ თქვენ ასტრონავტობა გადაწყვიტეთ, ნასა გირჩევთ კარგად მოუაროთ კბილებს, არა აქვს მნიშვნელობა აქ იქნებით თუ კოსმოსში(ასტრონავტები სიმაღლეში იზრდებიან)Smile.

 ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.