ყველაზე გამოცდილმა ასტრონავტმა NASA დატოვა

ლოპეს-ალეგრია ამერიკელ ასტრონავტებს შორის რეკორდსმენია ორბიტაზე გატარებული დღეთა რაოდენობით(257 დღე). ასევე ღია კოსმოსში ყოფნის დროითაც(მთლიანობაში 67 საათი კოსმოსური ხომალდიდან 10-ჯერ გასვლით).

 ბოლო მაჩვენებლით ლოპეს-ალეგრია მხოლოდ ანატოლი სოლოვიოვს(რუსეთი) ჩამორჩება, რომელიც ღია კოსმოსში 16-ჯერ გავიდა, მთლიანობაში იქ 87საათი და 22 წუთი გაატარა. რაც შეეხება ორბიტაზე ერთი გაფრენის დროს დიდი ხნით ყოფნას, ეს რეკორდი ვიტალი პოლიაკოვს(რუსეთი) ეკუთვნის – 437 დღე და 17 საათი.

 გამომცემლობა Spacenews იუწყება, რომ ამერიკის კოსმოსური სააგენტოდან წასვლის მერე ასტრონავტი სამოქალაქო პირების კოსმოსში ფრენის ფედერაციას ჩაუდგება სათავეში(Commercial Spaceflight Federation). ეს კერძო კომპანიაა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, კოსმოსში კომერციული ფრენების პოპულარიზაციასაც ეწევა(ძნელია ასტრონავტობა?).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.