დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა

დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა

 ხსნიდა რა ფარდობითობის თეორიას, აინშტაინმა თქვა: „დაადეთ ხელი ცხელ ტაფას ერთი წუთი და ეს წუთი, საათად მოგეჩვენებათ, ლამაზ გოგოსთან გატარებული საათი კი წუთად“.

alberta

 ან ეს, ოფისებში მომუშავე ადამიანებზე: „დრო, ილუზიაა, განსაკუთრებით, სადილის დრო“(დ.ადამსი,“ავტოსტოპით გალაქტიკაში“).

 რამდენიმე საინტერესო ფაქტი

 1. დაახლოებით 800 მილიონი წლის წინათ, სიცოცხლის ჩასახვამდე, ყველაზე უფრო მასშტაბური გამყინვარების ეპოქაში, დედამიწისეული წელიწადი 486 დღე-ღამე გრძელდებოდა. ასეულობით მილიონი წლის მერე, დინოზავრების ეპოქაში, წელიწადი 370 დღე-ღამემდე შემცირდა(365 ახლა).

 დედამიწა ბრუნვას ანელებს, მას მთვარის გრავიტაცია ამუხრუჭებს. შედეგად, დღეების ხანგრძლივობა იზრდება – 1,7 მილიწამით ერთ ათასწლეულზე.

 2. აინშტაინი: „ფიზიკოსებისთვის, წარსული, აწმყო და მომავალი – ილუზიაა, თუმცა ძალიან მომაბეზრებელი“.

 მთვარე, რომელსაც „ახლა“ ვხედავთ, სინამდვილეში, მთავრის გამოსახულებაა, როგორიც ის 2,75 წამის წინ იყო, მზე 8,3 წუთის წინანდელია, ხოლო უახლოესი ვარსკვლავი კენტავრის ალფა 4,3 წელიწადის წინანდელი. ეს არის დრო, რომელიც სინათლეს ამ ობიექტებიდან ჩვენამდე მოსაღწევად ჭირდება.

 დროს გრავიტაციაც ცვლის: რაც უფრო ახლოსაა ობიექტი გრავიტაციის წყაროსთან(მაგ:. დედამიწის ცენტრთან), მით უფრო ნელა გადის დრო. ევერესტზე წელიწადი 15 მიკროწამით მოკლეა, ვიდრე ზღვის დონეზე.

 დრო, სივრცეში მოძრაობაზეც არის დამოკიდებული. ამის მაგალითად ყოველთვის ე.წ. „ტყუპების პარადოქსი“ მოჰყავთ ხოლმე. თუ ერთს კოსმოსურ მოგზაურობაში გავუშვებთ, მეორეს კი დედამიწაზე დავტოვებთ, დროის სვლა „მოგზაურისთის“ უფრო ნელი იქნება, ვიდრე სახლში დარჩენილისთვის, შესაბამისად, პირველი უფრო ნელა დაბერდება. სწორედ ამ ეფექტს ცდიან საკუთარ თავზე ტყუპები მარკი და სქოთ ქელი, რომელთაგან ერთ-ერთი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება.

 ამ შემთხვევაში თვალით შესამჩნევი სხვაობა არ იქნება, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ სინათლის სხივის სიჩქარით მოძრავი კოსმოსური ხომალდი გვაქვს: სირიუსისკენ და უკან მოგზაურობას 2,5 წელიწადი დასჭირდებოდა, თუმცა აღმოაჩენდით, რომ თქვენი ძმა 17 წლით დაბერდა!(”ენდიურანსის” მოგზაურობა).

 3. ადამიანი 0,16 ”კოსმოსური” წამი ცოცხლობს. სამყაროსეული მასშტაბებით, 70-80 წელი წამზე მცირე დროში გადის. ამ სტანდარტებით, მთელი კაცობრიობის ისტორია ნახევარ საათში ჩაეტევა.

karl seigani

 კაცობრიობის ისტორიის ნახევარ სათში ჩატევის იდეა, ასტროფიზიკოსსა და მეცნიერების პოპულარიზატორს, კარლ სეიგანს ეკუთვნის. სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინათ გაჩნდა, ხოლო ადამიანი – 2,8 მილიონო წლის წინ. ამ გიგანტური ინტერვალების წარმოდგენა ძნელია, ჩვენთვის 100 წელიც კი მარადიულობას ჰგავს(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

 თუ სამყაროს ისტორიას ერთ წლამდე დავიყვანთ, კალენდარს ასეთი სახე ექნება: დიდი აფეთქება – 1 იანვარი, დედამიწის გაჩენა – 5 სექტემბერი, პირველი ბაქტერიები და წყალმცენრაეები(მიკრობი, რომელმაც სიცოცხლე კინაღამ გაანადგურა) – 9 ოქტომბერი, ეუკარიოტების გამოჩენა(ცოცხალი ორგანიზმები, რომელთა უჯრედებს ბირთვი აქვს. (პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში)) – 15 ნოემბერი, ნორმალური ატმოსფერო – 1 დეკემბერი, მწერები(ბალტიისპირელი კოღო ჩინურ ქარვაში) და ამფიბიები(აქსოლოტლის პრინციპი) – 21-22 დეკემბერი, ხეები – 23 დეკემბერი, პირველი დინოზავრები – 24 დეკემბერი, ძუძუმწოვრები – 26 დეკემბერი, ფრინველები(კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი?) – 27 დეკემბერი, დინოზავრების გადაშენება – 28 დეკემბერი, პირველი პრიმატები – 29 დეკემბერი, პირველი ადამიანები – 31 დეკემბერი(თავის ქალა დმანისიდან Homo-ს სახეობების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს).

 გამოდის, რომ სეიგანის კალენდრის მიხედვით, დინოზავრები მხოლოდ 4 დღე ცხოვრობდნენ, სინამდვილეში კი ეს პერიოდი 160 მილიონი წელი გაგრძელდა(ჩვენი ისტორია 1 წუთში).

4.

usjoresi galaqtika

 ყველაზე უფრო შორეული დამზერადი ობიექტის ასაკი 13 მილიარდი წელია. ეს არის დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე გალაქტიკა z8 GND 5296, რომელიც 2013 წელს აღმოაჩინეს(ასტრონომია 2013). ანუ მისმა სინათლემ, მხოლოდ ახლა, 13 მილიარდი წლის მერე მოაღიწა ჩვენამდე. გამოდის, რომ შორეული წარსულის დანახვა ახლაც შეგვიძლია, კერძოდ, ე.წ. სამყაროს ბნელი საუკუნების დანახვა, როცა არც ვარსკვლავები არსებობდა და არც ელვარე გამოსხივების რაიმე სხვა წყარო, მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმისგან შემდგარი სქელი ნისლი. გალაქტიკა z8 GND 5296-ის გარშემო ამ ნისლის ნარჩენები ჩანს, რომელიც პირველი ვარსკვლავებისა და კვაზარების გამოსხივებამ გაფანტა.

 რაც შეეხება დედამიწაზე ნანახ ყველაზე ძველ ობიექტს, ეს არის ავსტრალიაში აღმოჩენილი 4,4 მილიარდი წლის ცირკონის კრისტალი. ჩვენი პლანეტის პირველი მყარი ობიექტი, როცა ის, ცეცხლოვანი, მაგმით დაფარული სფეროს მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადავიდა(4 მილიარდი წელი ჩვენს ერამდე: გაბზარული დედამიწა).

 5. ყველაფერთან ერთად ჩვენ, დროის ილუზიების ტყვეობაში ვართ. ხშირად ჩავვარდნილვართ სიტუაციაში, როცა ჩვენს მიერ აღქმული დროის სვლა მახინჯდება…

 კაპას ეფექტი, დროის აღქმის დამახინჯება მანძილით. მაგალითად, თუ რამდენიმე ნათურას სხვადახვა დისტანციებზე განვალაგებთ ერთმანეთისგან და დროის ერთნაირი ინტერვალებით ჩავრთავთ(გამოვრთავთ), მოგვეჩვენება, რომ ერთმანეთთან ახლოს მდებარე ნათურები, ერთმანეთისგან შორს მდებარე ნათურებზე მალე ინთება.

 სხვა მაგალითი: თუ ორ სხვადასხვა დისტანციას ერთნაირ დროში გავივლით, მოგვეჩვენება, რომ გრძელი გზის გავლას, მოკლეზე მეტი დრო მოვანდომეთ.

 ხრონოსტაზისი, გაჩერებული დროის ეფექტი. ეს მაშინ ხდება, როცა თქვენი ტვინი პრინციპულად ახალ მოვლენას აწყდება და მის გასაანალიზებლად საჭირო მეტი დროის გამო თითქოსდა ”შეშდება”. იგივე ხდება, როც ნაცნობი ობიექტების ფონზე რაღაც უჩვეულოს შეამჩნევთ ან უჩვეულო ხმას გაიგონებთ.

 აღასანიშნავია, რომ სწორედ ეს ეფექტი ხსნის, რატომ გადის დრო თითქოს და უფრო სწრაფად ზრდასრული ადამიანებისთვის. რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო მეტი ვიცით და მით უფრო ძნელია რაიმეთი ჩვენი გაკვირვება. შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ შვებულების პირველი დღეები, სანამ გარემოს შეეჩვევით, თითქოს უფრო ნელა გადის, ვიდრე მისი დარჩენილი ნაწილი(დროის მარყუჟი: მოგზაურობა წარსულში; არსებობს თუ არა დრო?).

Show Comments Hide Comments

3 thoughts on დრო დროზე ჩქარა მიქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა

  1. იბერიელი ამბობს:

    მთვარიდან წამოსული სინათლის დედამიწამდე მოღწევის დრო 1,28 წამია (384 000/300 000)
    2.75 წამი საიდან?

  2. The Alien ამბობს:

    რა კარგი სტატიაა დროზეე.მომეწონა,მადლობააა.. 🙂

  3. თინა ამბობს:

    აიი რაც აინშტაინმა თქვა ეგ ვუთხარი ანდრია როგავას როცა დროის ფარდობითობაზე მეკითხებოდა, ცოოტა სხვა მაგალითები მოვიყვანე მაგრამ… მოკლედ ტავაზიანად დამცინა მგონი სამართლიანადაც მაგრამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *