ჩვენი ისტორია 1 წუთში

 შეძლებდით კაცობრიობის ისტორიის ერთ წუთში მოყოლას? შთამბეჭდავ ვიდეო-რგოლში, ამის გაკეთების მცდელობით, ჩვენი ისტორიის ყველაზე ელვარე მომენტები მუსიკის თანხლებით არის წარმოდგენილი. მოკლედ არის ნაჩვენები სამყაროს არსებობის ანიმირებული სტადიები: დიდი აფეთქება, ფრენა ადრეულ სამყაროს შიგნით, დედამიწისა და მთვარის წარმოქმნა(2), მრავალუჯრედიანი სიცოცხლისა და მცენარეების, რეპტილიებისა და დინოზავრების გაჩენა, ასტეროიდთან შეჯახებით გამოწვეული განადგურება, ძუძუმწოვართა და ადამიანის გაჩენა, ახლანდელი ცივილიზაცია. წუთიანი ფილმი თანამედროვე ცათამბჯენზე და ადამიანის სურათზე გადაფრენით მთავრდება, ადამიანისა, როემლიც თოვლიანი მთის მწვერვალზე დგას. ეს, პროექტ ”მეცნიერების სიმფონია”-ს მონაწილეთა ბოლო ვიდეო-რგოლია.httpv://www.youtube.com/watch?v=ZSt9tm3RoUU

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.