კვაზარები ბარიონული ოსცილაციების საკვლევად

კოლაბორაცია BOSS-ის მთავარი მიზანი ე.წ. ბარიონული აკუსტიკური ოსცილაციების შესწავლაა. ეს აკუსტიკური ტალღები, რომლებიც დიდი აფეთქების დროს გაჩნდა, სამყაროში მატერიის არათანაბარ განაწილებასა და რელიქტური გამოსხივების ანიზოტროპიაზეა პასუხისმგებელი.

დიდი აფეთქების დროს, სანამ ატომები გაჩნდებოდა, ელექტრონულ-ფოტონურ გაზში ბგერითი ტალღები ვრცელდებოდა, რომლებზეც ბნელი მატერიის გრავიტაცია მოქმედებდა. ეს ტალღები, ან, როგორც ასტროფიზიკოსები ამბობენ, აკუსტიკური ოსცილაციები, რელიქტური გამოხივების ანაბეჭდზე თავიანთ კვალს ტოვებდა (ერთგვაროვანი სამყარო; ანიზოტროპული სამყარო).

სამუშაოს ჩასატარებლად მეცნიერებს კოსმოსურ სივრცეში მატერიის გადანაწილების დაახლოებითი რუკა სჭირდებოდათ. ტრადიციულად, ასეთი გადანაწილების დადგენა გალაქტიკური გროვების ანალიზით ხდება, თუმცა, ასტროფიზიკოსებმა BOSS-იდან, სხვა მიდგომა გამოიყენეს. მათ 48 640 კვაზარის სპექტრების ანალიზი ჩაატარეს. კვაზარები აქტიური გაალქტიკების ბირთვებია, რომელთა მძლავრი გამოსხივება ზემასიური შავი ხვრელის მიერ მეტერიის შთანთქმის დროს გენერირდება. კვლევაში განიხილებოდა კვაზარები, რომლებამდეც მანძილები 10 მილიარდი სინათლის წელია.

 კვაზარების სპექტრში მეცნიერები ლაიმან-ალფა „ტყეს“ ეძებდნენ. ეს, მუქი ზოლების მიმდევრობაა, რომლებიც წყალბადის შთანთქმის ზოლებს შეესაბამება პირველი ენერგეტიკული დონიდან მეორეზე გადასვლის დროს. რაც უფრო შორსაა ღრუბელი, რომელიც ფოტონებს შთანთქავს, მით უფრო მეტადაა გადაწეული წითლისკენ ეს ზოლი. ერთმანეთისაგან საკმაო მანძილით დაშორებულ წყალბადის გროვებში სინათლის გასვლისას, სპექტრში ამ ზოლების მიმდევრობა მიიღება.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა მატერიის გადანაწილების სურათის მიღება შეძლეს. ისინი აღიარებენ, რომ ინფორმაციის სწრაფი დამუშავება მონაცემთა ხარისხის დაწევის ხარჯზე მოუხდათ, ოსცილაციების აღმოჩენა კი შეძლეს. მათი მთავარი მიზანი სამყაროს კოსმოლოგიური პარამეტრების ზღვრების დადგენა იყო, რაც ვერ იქნა მიღწეული. ჯერჯერობით, რელიქტური გამოსხივების ანალიზი უკეთეს შედეგებს იძლევა, ვიდრე აკუსტიკური ოსცილაციები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.