ერთგვაროვანი სამყარო

 ვარსკვლავები, გალაქტიკებში ერთიანდებa, გალაქტიკები – ჯგუფებსა და გროვებში, ასევე ზეგროვებში… რა ხდება მერე? აქვს ამ ყველაფერს კიდევ უფრო მსხვილი სტრუქტურა?

 ეს საკითხი უკვე მრავალი წელია განსჯის საგნადაა ქცეული, თუ სამყაროს უფრო დიდ მასშტაბიან დონეებზე ეს სქემა ნარჩუნდება, მაშინ იგი დღეისათვის აღიარებულ კოსმოლოგიურ მოდელებთან უთანხმოებაში მოვა. ამ მოდელების მიხედვით, სამყარო ძალიან დიდ მასშტაბებში პრაქტიკულად ერთგვაროვანია, შეიძლება ითქვას, რომ მასში მატერია და ენერგია თანაბარ ფენებადაა განაწილებული.

სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის მოდელი.

 ამასთან ერთად, „მცირე“ მასშტაბებზე(ათეულობით მილიონი სინათლის წლის მანძილზე) არანაირი ერთგვაროვნება არ დაიმზირება: მატერია კლასტერების(1) ფორმირებას ახდენს, რომლებიც დიდი და პრაქტიკულად ცარიელი სივრცეებითაა გამოყოფილი. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ასეთი კლასტერიზაცია პატარიდან დიდზე გრძელდება, როგორც ფრაქტალური(ფიგურა, რომელიც თავის თავში თავისსავე ფორმის პატარა ფუგურებს შეიცავს) სტრუქტურები. თუ ასეთი მიდგომა მართებულია, მაშინ თეორეტიკოსებს ბნელი ენერგიის, სივრცის, დროისა და თვით სამყაროს შესახებ არსებული წარმოდგენების სერიოზული გადახედვა მოუწევთ.

სქემაზე ყოველი წერტილი გალაქტიკას შეესაბამება, რომლებიც კვლევამ მოიცვა, ისინი დედამიწიდან(ცენტრი) შესაბამისი მანძილებით არიან დაშორებულნი. WiggleZ-ის მონაცემები  ყვითლითაა ნაჩვენები, დანარჩენები(პროექტები) სხვა ფერებით 2dfGRS, 6dFGS, GAMA, 2SLAQ, 2QZ, GAMA и VVDS.

 ავსტრალიელმა ფიზიკოსებმა ტელესკოპ ААТ-ს საშუალებით პროექტ WiggleZ-ის ჩარჩოებში სამყაროს მასშტაბური დაკვირვებები ჩაატარეს, რომელიც 200 ათსზე მეტ გალაქტიკას მოიცავდა, 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურის  ასეთი მასშტაბური გამოკვლევა პირველად მოხდა. დადგინდა, რომ 350 მილიონი სინათლის წელზე მეტ მანძილებზე სამყაროში მატერიის განაწილება უცნაურად ერთგვაროვანია, ოდნავ შესამჩნევი ფრაქტალური ნიშნებით. ეს მთლიანად ემთხვევა თანამედროვე კოსმოსლოგიურ შეხედულებებს: ყველაფერი რიგზეა და მუშაობის გაგრძელებაც შეიძლება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.