ანიზოტროპული სამყარო

 კვლევის ჩარჩოებში მეცნიერებმა 557 Ia ტიპის ზეახალ ვარსკვლავებზე უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში დაგროვებული მონაცემები გააანალიზეს. ასეთი ტიპის ზეახლები – თეთრი ჯუჯას აფეთქება ორმაგ სისტემაში, რომლის მასამ ჩანდრასეკარის ზღვარს მიაღწია(დაახლოებით 1,4 მზის მასა). ამ ზღვარის ერთნაირობის გამო აფეთქების მონაცემები ყოველთვის დაახლოებით ერთნაირია, მათი სიკაშკაშის მიხედვით ასტრონომები შორეულ ობიექტებამდე მანძილებსაც ადგენენ, ასევე წითელ წანაცვლებას(ის სამყაროს გაფართოებას ახასიათებს. ვარსკვლავი).

ავტორების მიერ გაკეთებული მონაცემების გრაფიკული გამოსახულება.

 ასტროფიზიკოსებმა შეძლეს დაედგინათ, რომ სამყარო ყველა მიმართულებით ერთნაირად არ ფართოვდება(სწორედ ეს არის ანიზოტროპია) – თან გაფართოების მაქსიმალური სიჩქარეები ერთ-ერთი თანავარსკვლავედის მიმართულებით ფიქსირდება. ამასთან ერთად, როგორც თეორიულმა ანალიზმა აჩვენა, გამოყოფილი მიმართულება არ არის დამოკიდებული, მაგალითად ბნელი მატერიის სხვა და სხვაგვარ თეორიებზე. თვითონ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ, თუ ანიზოტროპია დამტკიცდება, მაშინ თანამედროვე წარმოდგენები დიდი აფეთქების შესახებ გადასამოწმებელი გახდება.

 საკითხი სამყაროს შესაძლო ანიზოტროპიის შესახებ, გლობალურ მასშტაბებში, დიდი ხანია განიხილება. მაგალითად, რელიქტურ გამოსხივებაზე გამოქვეყნებული მონაცემები(დიდი აფეთქებისგან დარჩენილი მიკროტალღური გამოსხივება), რომელიც აპარატმა WMAP-მა შეაგროვა, მეცნიერებმა მასში სხვა და სხვა გვარი ანომალიების შემჩნევის შესახებ გაკეთეს განცხადება. ისევ ჩინელი ფიზიკოსების მიერ აღმოჩენილი რეგიონი, რომელშიც რელიქტური გამოსხივება უფრო მძლავრია, ვიდრე სხვაგან. ამ დრომდე სამყაროს ანიზოტროპიის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.