ადრეული გალქტიკების უცნაურობანი

 სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერი სტივენ ქარანი და შემცნებით-კვლევითი ცენტრის CSIRO-ს მეცნიერი მეთიუ უაითინგი იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ მათ, ადრეულ გალქტიკებში წყალბადის(სამყაროს პირველი ელემენტები) კვალი ვერ აღმოაჩინეს. ეს ძალიან უცნაურია, რადგან წყალბადის გარეშე ვარსკვლავების ფორმირება შეუძლებელია. ვარსკვლავების ფორმირებისათვის საჭირო საწვავი სწორედ რომ წყალბადია. რაც უფრო ბევრი წყალბადია გალაქტიკაში, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს მასში ვარსკვლავთწარმომქნებლი პროცესები.

 მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა სამყაროს ყველაზე უფრო შეორეული გალქტიკები შეისწავლეს, ჩვენი გალქტიკიდან 11 მილირდი სინათლის წლის მანძილზე, მათში წყალბადის კვლები ვერ აღმოაჩინეს. ამის მიზეზი, შეიძლება, ზემასიური შავი ხვრელები არიან.

 ”წყალბადი ყველა გალაქტიკაში უნდა იყოს. ის არ შეიძლებ არ იყოს. გალქტიკებში ასრებული წყალბადის შესწავლით მათი ზომებისა და როტაციის დადგენაა შესაძლებელი, შორეულ, ანუ ადრეული სამყაროს გალქტიკებში კი ჩვენ წყალბადის კვალიც კი ვერ ვნახეთ. ჩვენს მიერ შესწავლილ ათ გალაქტიკაში წყალბადის არანაირი კვალი არ აღმოჩნდა. ეს ძალიან უჩვეულოა”- აღნიშნავს სტივენ ქარანი.

 მეცნიერთა გამოთვლებით, წყალბადი ადრეულის ამყაროს გალაქტიკებში გაცილებით მეტი უნდა იყოს, ვიდრე ახლანდელებშია, ეს კი რატომღაც ასე არ არის.

 ამის ასახსნელად, მეცნიერებმა განიხილეს ის პირობები, რომელთა დროსაც წყალბადი შეიძლება ვერ იქნეს დანახული.

 აღმოჩნდა, რომ განსაზღვრული ელვარების ზოგიერთი გალაქტიკები რენტგენის გამოსხივების მაღალი დონეებით გამოირჩევიან, რაც მათ ცენტრში ზემასიური შავი ხვრელის არსებობითაა გამოწვეული. რადიაციის ასეთ დონეზე ცივი წყალბადი სწრაფად იონიზირდება. ხოლო იონიზირებული გაზი რადიოტელესკოპებით ძნელი აღმოსაჩენია.

 ”ადრე გვეგონა, რომ გალქტიკაში წყალბადის მხოლოდ ზემასიურ ხვრელთან ახლოს მყოფი ნაწილი იონიზირდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გარკვეულ პირობებში მთელი წყალბადი შეიძლება იყოს იონიზირებული” – დასძენენ კვლევის ავტორები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.