აქსოლოტლის პრინციპი

 აქსოლოტლი, ამფიბია ამბისტომას(Ambystoma mexicanum) ლარვაა, რომელსაც სხეულის ნებისმიერი ნაწილის აღდგენა შეუძლია – კუდი, თვალი, გული და ტვინის ნაწილიც კი. თუ ბიოლოგიის კანონები ამის საშუალებას იძლევა, რატომ არ შეიძლება იგივე პრინციპის გამოყენება დაკარგული ხელის, ფეხის და სხვა ორგანოების შესაქმნელად… ადამიანისთვის?

 ადამიანებს, თავიანთი კიდურებისა და ორგანოების შეცვლა ჯერ კიდევ არ შეუძლიათ, უკეთეს შემთხვევაში დონორებისგან იღებენ მას, რაც ძალიან სარიკსოა და ყოველთვის არ ამართლებს. ავადმყოფებს რიგში უწევთ დგომა, უცხო ორგანოებს იმუნური სისტემა ებრძვის, საჭირო ხდება მისი ჩახშობა.

levini maiqlprincip_aksolotlya სასწაულმოქმედი ელექტრობა

 უკეთესი გზის ძებნით, ტაფტსის უნივერსიტეტის რეგენერაციული მედიცინის ცენტრის(ა.შ.შ.) დირექტორი, პროფესორი მაიქლ ლევინი არის დაკავებული. ის, ელექტრული დაძაბულობის როლს იკვლევს უჯრედის მემბრანაში. მის ლაბორატორიაშიც ხდება ფოკუსები: თვალები იქ ეზრდებათ თავკომბალებს, სადაც პროფესორი მოინდომებს, უჯრედების გარსებში იონების გადადენის დამუხრიჭებით ან გაძლიერებით სხეულის შესაბამის ადგილებზე. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, ექვსფეხიანი ბაყაყი უკვე გამოიყვანეს. იმ შემთხვევაში, თუ კიდურები არ არის გათვალისწინებული ბუნების მიერ, მაშინ რაიმე სხვას ამრავლებენ – ასე შექმნა ლევინმა ოთხთავიანი ჭიაყელა. ეს არ არის ქირურგიული ოპერაცია ან გენებსა და ღეროვან უჯრედებზე ჯადოქრობა, მხოლოდ ზემოქმედება ელექტრულ დენზე, საჭირო ადგილას, რაც სრულიად საკმარისია ახალი თათისა თუ თვალის შესაქმნელი ”რეცეპტის” ასამოქმედებლად.

 გატეხო კოდი

 ამ ყველაფრის მიღმა, დგას იდეა ბიოელექტრული კოდის შესახებ, რომელიც გენეტიკურ კოდთან ერთად სხეულის ფორმირებას მართავს. ნებისმიერმა ორგანომ ”იცის” თავისი ფორმა და ამ ცოდნას მემბრანათა დაძაბულობაში ინახავს, როგორც ელექტრული მდგომარეობებით ხდება ინფორმაციის შენახვა მიკროსქემებსა თუ სხვა მოწყობილობებში. ან, როგორც ჩვენი მეხსიერებაა შენახული ტვინის უჯრედთა ელეტრული მდგომარეობებით. ანალოგია შემთხვევითი არაა – ლევინი სერიოზულად ფიქრობს, რომ ცოცხალი ქსოვილი, გამარტივებულ ტვინს ჰგავს. უჯრედებს ახსოვთ და თვითონ წყვეტენ, როდის და როგორ გაიზარდონ, როდის შეწყვიტონ ზრდა. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი უბრალო ჰაქერულ ამოცანამდე დადის – კოდის გატეხვა და საჭირო სიგნალების მიწოდება ორგანიზმისთვის. კვლევებით უნდა დადგინდეს, მართლაც ასრებობს თუ არა ბიოელექტრული კოდი, მის არსებობაზე უკვე ბევრი რამ მიუთითებს. ლევინმა, ექსპერიმენტების ჩატარება ვირთხებზე დაიწყო. თუ მან შეძლო და მღრნელს მოკვეთილი ფეხი დაუბრუნა, ადამიანთა მოდგმას ოცნების ასრულებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება გადასადგმელი.

 დღეს, მსოფლიოში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც სხვისი ხელი გადაუნერგეს. ყოველი შემთხვევა – ნამდვილი სასწაულია, რომელიც ექიმებმა მოახდინეს. მილიონობით ინვალიდისთვის, რომელთა არსებობა პროთეზზეა დამოკიდებული, ლევინის მეცნიერული კვლევებით, ტრაგედია დროებით უხერხულობად შეიძლება გადაიქცეს – როგორც მოკვეთილი თათი აქსოლოტლისთვის. ამ შესაძლებლობით იქნებ ასრულდეს ბიოპანკური ოცნებებიც, დამატებით ხელებსა და კეფაზე ამოსულ თვალებზე.

gen mkodis gatexva
იონების დენის გაყოფა მემბრანისა და გადამქაჩვი ცილების მიერ, პლიუს მაღალი გამტარობის არეები, დაძაბულობის გრადიენტს წარმოქნის. ის, ორგანელების(მაგალითად, ბირთვის გარსის პოტენციალი), უჯრედების(ტრანსმემბრანული პოტენციალი), ქსოვილების(ტრანსეპითელიალური პოტენციალი), სხეულისა და წამონაზარდების ღერძთა დონეზეც კი წარმოიქმნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.