დრო, დროზე ჩქარა მიჰქროდა, დრო არაფერზე ფიქრობდა…

 ხსნიდა რა ფარდობითობის თეორიას, აინშტაინმა თქვა: „დაადეთ ხელი ცხელ ტაფას ერთი წუთი და ეს წუთი, საათად მოგეჩვენებათ, ლამაზ გოგოსთან (კაცთან 🙂 ) გატარებული საათი კი წუთად“. 

 ან ეს, ოფისებში მომუშავე ადამიანებზე: „დრო, ილუზიაა, განსაკუთრებით, სადილის დრო“ (დ. ადამსი,“ავტოსტოპით გალაქტიკაში“).

 რამდენიმე საინტერესო ფაქტი

 1. სიცოცხლის ჩასახვამდე დაახლოებით 800 მილიონი წლის წინათ, ყველაზე უფრო მასშტაბური გამყინვარების ეპოქაში, დედამიწის წელიწადი 486 დღე-ღამე გრძელდებოდა. ასეულობით მილიონი წლის მერე, დინოზავრების ეპოქაში, წელიწადი 370 დღე-ღამემდე შემცირდა (365 ახლა).

 დედამიწა ბრუნვას ანელებს, მას მთვარის გრავიტაცია ამუხრუჭებს. შედეგად, დღეების ხანგრძლივობა იზრდება – 1,7 მილიწამით ერთ ათასწლეულზე.

 2. აინშტაინი: „ფიზიკოსებისთვის წარსული, აწმყო და მომავალი – ილუზიაა, თუმცა ძალიან მომაბეზრებელი“.

 მთვარე, რომელსაც „ახლა“ ვხედავთ, სინამდვილეში, მთვარის გამოსახულებაა, როგორიც ის წამნახევრის წინ იყო, მზე 8,3 წუთის წინანდელია, ხოლო უახლოესი ვარსკვლავი კენტავრის ალფა — 4,3 წელის წინანდელი. ეს არის დრო, რომელიც სინათლეს ამ ობიექტებიდან ჩვენამდე მოსაღწევად ჭირდება.

 დროს გრავიტაციაც ცვლის: რაც უფრო ახლოსაა ობიექტი გრავიტაციის წყაროსთან (მაგ:. დედამიწის ცენტრთან), მით უფრო ნელა გადის დრო მისგან შორს მდებარე ათვლის სისტემის მიმართ. ევერესტზე წელიწადი 15 მიკროწამით მოკლეა, ვიდრე ზღვის დონეზე. ეს გათვალისწინებულია ორბიტაზე მოძრავი გლობალური პოზიციონირების (GPS) თანამგზავრებისთვისაც.

 დრო, სივრცეში გადაადგილების სიჩქარეზეც არის დამოკიდებული. ამის მაგალითად ყოველთვის ე.წ. „ტყუპების პარადოქსი“ მოჰყავთ ხოლმე. თუ ერთს კოსმოსურ მოგზაურობაში გავუშვებთ, მეორეს კი დედამიწაზე დავტოვებთ, “მოგზაურისთვის” დროის სვლა დედამიწაზე დარჩენილი ძმის თვალსაწიერიდან ნელი იქნება, შესაბამისად, მეორე დაბერებული დახვდება მას.

 სხვა ექსპერიმენტებთან ერთად სწორედ ამ ეფექტს ცდიან საკუთარ თავზე ტყუპები მარკი და სქოთ ქელი, რომელთაგან ერთ-ერთი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფება (ექსპერიმენტი დასრულდა…). ამ შემთხვევაში, თვალით შესამჩნევი სხვაობა არ იქნება, მაგრამ, წარმოიდგინეთ, რომ ლამის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრავი კოსმოსური ხომალდი გვაქვს: სირიუსისკენ და უკან მოგზაურობის მერე აღმოაჩენდით, რომ დედამიწაზე დარჩენილი ძმა 17 წლით დაბერდა! (”ენდიურანსის” მოგზაურობა).

 თვითონ ადამიანისთვის ეს ყველაფერი შეუმჩნეველი რჩება – საათიც ჩვეულებრივად წიკწიკებს და ბიოლოგიური პროცესებიც ძველებური სიჩქარით მიდის, ასე რომ არ იყოს, ცოცხალი არსება დაიღუპებოდა. დროის სვლას შორის განსხვავება ათვლის სისტემაზეა დამოკიდებული, რის მიმართ ავითვლით მას, სწორედ ეს არის ფარდობითობა, ხოლო თვითონ ფიზიკური პროცესები და კანონები ყველგან უცვლელი რჩება. იგივე ეხება გრავიტაციულ შენლებასაც, იქ, დედამიწაზე გაცილებით მასიურ სხეულთან, სივრცე უფრო მეტადაა გამრუდებული, ვიდრე ჩვენს პლანეტასთან, ამიტომ ჩვენი თვალსაწიერიდან იქაური პროცესები გაცილებით ნელა მიდის. ზონდი რომ გაგვეგზავნა, შავი ხვრელის მოვლენათა ჰორინტის გადაკვეთისას დავინახავდით, თითქოს ის დროში გაიყინა, ვერა და ვერ ვარდება ხვრელში… (ლორენცისეული სიმეტრია გამოცდას უძლებს).

 3. ადამიანი 0,16 ”კოსმოსური” წამი ცოცხლობს. სამყაროსეული მასშტაბებით, 70-80 წელი წამზე მცირე დროში გადის. ამ სტანდარტებით, მთელი კაცობრიობის ისტორია ნახევარ საათში ჩაეტევა.

karl seigani

 კაცობრიობის ისტორიის ნახევარ სათში ჩატევის იდეა, ასტროფიზიკოსსა და მეცნიერების პოპულარიზატორს, კარლ სეიგანს ეკუთვნის. სამყარო 13,8 მილიარდი წლის წინათ გაჩნდა, ხოლო ადამიანი – 2,8 მილიონო წლის წინ. ამ გიგანტური ინტერვალების წარმოდგენა ძნელია, ჩვენთვის 100 წელიც კი მარადიულობას ჰგავს(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).

 თუ სამყაროს ისტორიას ერთ წლამდე დავიყვანთ, კალენდარს ასეთი სახე ექნება: დიდი აფეთქება – 1 იანვარი, დედამიწის გაჩენა – 5 სექტემბერი, პირველი ბაქტერიები და წყალმცენრაეები(მიკრობი, რომელმაც სიცოცხლე კინაღამ გაანადგურა) – 9 ოქტომბერი, ეუკარიოტების გამოჩენა(ცოცხალი ორგანიზმები, რომელთა უჯრედებს ბირთვი აქვს. (პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში)) – 15 ნოემბერი, ნორმალური ატმოსფერო – 1 დეკემბერი, მწერები(ბალტიისპირელი კოღო ჩინურ ქარვაში) და ამფიბიები(აქსოლოტლის პრინციპი) – 21-22 დეკემბერი, ხეები – 23 დეკემბერი, პირველი დინოზავრები – 24 დეკემბერი, ძუძუმწოვრები – 26 დეკემბერი, ფრინველები(კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი?) – 27 დეკემბერი, დინოზავრების გადაშენება – 28 დეკემბერი, პირველი პრიმატები – 29 დეკემბერი, პირველი ადამიანები – 31 დეკემბერი(თავის ქალა დმანისიდან Homo-ს სახეობების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს).

 გამოდის, რომ სეიგანის კალენდრის მიხედვით, დინოზავრები მხოლოდ 4 დღე არსებობდნენ, სინამდვილეში კი ეს პერიოდი 160 მილიონი წელი გაგრძელდა (ჩვენი ისტორია 1 წუთში).

4.

usjoresi galaqtika

 ყველაზე უფრო შორეული დამზერადი ობიექტის ასაკი 13 მილიარდი წელია. ეს არის დიდი დათვის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარე გალაქტიკა z8 GND 5296 (რეკორდსმენები იცვლება, ტექნიკის დახვეწსთან ერთად…), რომელიც 2013 წელს აღმოაჩინეს (ასტრონომია 2013). ანუ მისმა სინათლემ, მხოლოდ ახლა, 13 მილიარდი წლის მერე მოაღიწა ჩვენამდე. გამოდის, რომ შორეული წარსულის დანახვა ახლაც შეგვიძლია, კერძოდ, ე.წ. სამყაროს ბნელი საუკუნების დანახვა, როცა არც ვარსკვლავები არსებობდა და არც ელვარე გამოსხივების რაიმე სხვა წყარო, მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმისგან შემდგარი სქელი ნისლი. გალაქტიკა z8 GND 5296-ის გარშემო ამ ნისლის ნარჩენები ჩანს, რომელიც პირველი ვარსკვლავებისა და კვაზარების გამოსხივებამ გაფანტა.

 რაც შეეხება დედამიწაზე ნანახ ყველაზე ძველ ობიექტს, ეს არის ავსტრალიაში აღმოჩენილი 4,4 მილიარდი წლის ცირკონის კრისტალი. ჩვენი პლანეტის პირველი მყარი ობიექტი, როცა ის, ცეცხლოვანი, მაგმით დაფარული სფეროს მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადავიდა(4 მილიარდი წელი ჩვენს ერამდე: გაბზარული დედამიწა).

 5. ყველაფერთან ერთად ჩვენ, დროის ილუზიების ტყვეობაში ვართ. ხშირად ჩავვარდნილვართ სიტუაციაში, როცა ჩვენს მიერ აღქმული დროის სვლა მახინჯდება…

 კაპას ეფექტი, დროის აღქმის დამახინჯება მანძილით. მაგალითად, თუ რამდენიმე ნათურას სხვადახვა დისტანციებზე განვალაგებთ ერთმანეთისგან და დროის ერთნაირი ინტერვალებით ჩავრთავთ(გამოვრთავთ), მოგვეჩვენება, რომ ერთმანეთთან ახლოს მდებარე ნათურები, ერთმანეთისგან შორს მდებარე ნათურებზე მალე ინთება.

 სხვა მაგალითი: თუ ორ სხვადასხვა დისტანციას ერთნაირ დროში გავივლით, მოგვეჩვენება, რომ გრძელი გზის გავლას, მოკლეზე მეტი დრო მოვანდომეთ.

 ხრონოსტაზისი, გაჩერებული დროის ეფექტი. ეს მაშინ ხდება, როცა თქვენი ტვინი პრინციპულად ახალ მოვლენას აწყდება და მის გასაანალიზებლად საჭირო მეტი დროის გამო თითქოსდა ”შეშდება”. იგივე ხდება, როც ნაცნობი ობიექტების ფონზე რაღაც უჩვეულოს შეამჩნევთ ან უჩვეულო ხმას გაიგონებთ.

 აღასანიშნავია, რომ სწორედ ეს ეფექტი ხსნის, რატომ გადის დრო თითქოს და უფრო სწრაფად ზრდასრული ადამიანებისთვის. რაც უფრო მეტია ასაკი, მით უფრო მეტი ვიცით და მით უფრო ძნელია რაიმეთი ჩვენი გაკვირვება. შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ შვებულების პირველი დღეები, სანამ გარემოს შეეჩვევით, თითქოს უფრო ნელა გადის, ვიდრე მისი დარჩენილი ნაწილი (დროის მარყუჟი: მოგზაურობა წარსულში; არსებობს თუ არა დრო?).

33ა – დროს როცა უნდა თოვს

დრო დროზე ჩქარა მიჰქროდა,
დრო არაფერზე ფიქრობდა,
ფიქრი რად უნდა დროს?
დროს როცა უნდა თოვს.
სიყვარული თუ გაქრება,
მზე იტირებს და ჩაქრება,
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
ჩერდება დრო.
დრო დროზე ჩქარა მიჰქრის,
დრო აღარ გვაქვს ჩვენ ფიქრის
ერთად თუ არ ვართ დღეს
ხვალ შენც გაქრები და მეც.
სიყვარული თუ გაქრება
მზე იტირებს და ჩაქრება
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
ჩერდება დრო.
დრო დროზე ჩქარა მიჰქრის…
დრო დროზე ჩქარა მიჰქრის
დრო აღარ გვაქ ჩვენ ფიქრის
ერთად თუ არ ვართ დღეს,
ხვალ შენც გაქრები და მეც.
სიყვარული თუ გაქრება
მზე იტირებს და ჩაქრება
ჩვენ ვერ გავიგებთ რა ხდება
ჩერდება დრო.

5 comments

  1. მთვარიდან წამოსული სინათლის დედამიწამდე მოღწევის დრო 1,28 წამია (384 000/300 000)
    2.75 წამი საიდან?

  2. რა კარგი სტატიაა დროზეე.მომეწონა,მადლობააა.. 🙂

  3. აიი რაც აინშტაინმა თქვა ეგ ვუთხარი ანდრია როგავას როცა დროის ფარდობითობაზე მეკითხებოდა, ცოოტა სხვა მაგალითები მოვიყვანე მაგრამ… მოკლედ ტავაზიანად დამცინა მგონი სამართლიანადაც მაგრამ

  4. ასეთი შეკითხვა მაქვს: თუ ყველაზე უფრო შორეული დამზერადი ობიექტის (გალაქტიკის) ასაკი 13 მილიარდი წელია, სამყაროს ასაკი კი 13.8 მილიარდი წელია, ესე იგი ჩვენ ეხლა დედამიწიდან ვხედავთ 800 მილიონი წლის ასაკის გალაქტიკას? არის თუ არა 800 მილიონ წელიწადი საკმარის გალაქტიკის ფორმირებისთვის? გმადლობთ.

  5. კი, ასეა. უფრო მეტის გასაგებად და თანამოაზრეებთან სასაუბროდ, მოგვძებნეთ ფეისბუკში – ასტრონომიის მოყვარულთა ჯგუფი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.