28.11.2024.
შეეჯახება თუ არა ნეპტუნი და პლუტონი ერთმანეთს? (Leonce)
ეს ორი პლანეტა ერთმანეთს ვერ შეეჯახება, რადგან მზის გარშემო ნეპტუნის ყოველს 3 ბრუნზე, პლუტონი 2 ბრუნს აკეთებს(რეზონანსი 3:2 მათ ერთმანეთთან ახლოს მისვლასაც კი არ უშვებს). თან ეკლიპტიკის მიმართ პლუტონის ორბიტა ძალიან დიდი კუთხითაა(170 ) დახრილი, ვიდრე დანარჩენი პლანეტები. ნეპტუნზე ახლოს კი მიდის მზესთან, მაგრამ ზუსტად ნეპტუნის ორბიტას მაინც არ კვეთს.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა მზიანი დილა პლუტონზე?
სატურნის ორი ყველაზე დიდი თანამგზავრის გამოსახულება საპლანეტათშორისო სადგურმა ”კასინიმ” გააკეთა. ფოტოზე რეა და ტიტანია წარმოდგენილი. გამოსახულება 2011 წლის 10 დეკემბერს მიიღეს, ხოლო საჯაროდ 2012 წლის თებერვალში გამოქვეყნდა.