“ჰაიაბუსა 2”-მა მისია წარმატებით დაასრულა

 უკან, დედამიწისკენ მომავალ გზაზე დამდგარ იაპონურ ზონდს – “ჰაიაბუსა 2”, წელზე ცოტა მეტი დრო დასჭირდა, რათა ასტეროიდ რიუგუდან აღებული სინჯები ჩვენი პლანეტის ზედაპირზე ჩამოეგდო. კაფსულამ ცეცხლოვანი ზოლი ავსტრალიის თავზე გაავლო და პარაშუტის საშუალებით, სამხედრო პოლიგონ “ვუმერა თესთ რეინჯზე” დაეშვა. 2 საათის მერე, იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ვერტმფრენმა, ეს კოსმოსური ამანათი რადიოსიგნალით იპოვა, რომელსაც კაფსულაზე არსებული რადიო შუქურა ასხივებდა.

 შეგახსენებთ, რომ მისია “ჰაიაბუსა 2”-ის კოსმოსური აპარატი, რომელიც 278 მილიონი დოლარი დაჯდა, 2014 წლის 3 დეკემბერს გაუშვეს კოსმოსში, რაკეტა მატარებლით H-IIA 202, ტეგენასიმას კოსმოდრომიდან. იონური ძრავებით აღჭურვილი აპარატი ასტეროიდ რიუგუსთან 3,5 წელიწადში მივიდა, რომლის ზედაპირზე ორი მინიატურული საკვლევი ზონდი და სხვა ინსტრუმენტები ჩაუშვა (მოხტუნავე რობოტები ასტეროიდ რიუგუზე). ასტეროიდთან კონტაქტში თვითონ ზონდიც შევიდა, სპეციალური მანიპულატორით ქანების 2 სინჯი აიღო და დედამიწაზე გამოსაგზავნ კაფუსლაში მოათავსა.

“ჰაიაბუსა 2”-ის ჩრდილი რიუგუს ზედაპირზე.

 აღსანიშნავია, რომ ეს, ასტეროიდიდან სინჯების აღების მეორე წარმატებული მცდელობაა – 2010 წელს, წინამორბედმა აპარატმა “ჰაიაბუსა”, იაპონელ მეცნიერებს ასტეროიდ იტოკავადან აღებული ნიმუშები გამოუგზავნა.

 მოწოდებულ ნიმუშებს დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ასტეროიდები, მაგალითად რიუგუ, რომლის დიამეტრი ერთი კილომეტრია, გარე ზემოქმედებით მილიარდობით წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება, მისი შემადგენელი კი პრაქტიკულდ იგივეა, როგორიც მზის სისტემის შორეულ წარსულში ჩამოყალიბებულ ყველა ობიექტს აქვს. მიღებული ნიმუშების ანალიზი, მეცნიერებს საშუალებას მისცემს ჩვენი სისტემის ჩამოყალიბების დროინდელ მოვლენებსა და პროცესებს გაეცნონ.

მოხტუნავე მინიატურული ზონდები.

 კაფსულის გამოგზავნის მერე, თვითონ “ჰაიაბუსა 2” მზის სტაბილურ ორბიტაზე გავა. მისია დასრულდა, თუმცა აპარატი ისევ ფუნქციონირებს და ავზებში იმდენი ქსენონია დარჩენილი, რამდენიც მეორად მისიებში მონაწილეობისთვის სრულიად საკმარისია – 2026 წელს, ასტეორიდ (98943) 2001 CC21-თან და 2031-ში, ასტეროიდ 1998 KY26-თან მიახლოება (კიდევ “ჰაიაბუსას” შესახებ).

მისიის მიმდინარეობის ანიმაცია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.