პლუტონი – მზე

 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი იქნებოდა მზიანი დილა პლუტონზე?

 ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) კვლევითი ინსტრუმენტებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა, პლუტონზე გათენებული დილის კომპიუტერული მოდელირება გააკეთეს. მათ, მოდელირებით მიღებული გამოსახულებაც კი შემოგვთავაზეს.

 პლუტონი მზიდან 40-ჯერ უფრო შორსაა, ვიდრე დედამიწა. ის, მზის სისტემის ყველაზე დიდი ჯუჯა პლანეტაა ერისთან ერთად. ადრე ის პლანეტების კლასიფიკაციას ეკუთვნოდა, თუმცა ახლა, კოიპერის სარტყელის ყველაზე დიდ ობიექტად ითვლება.

 პლუტონზე მოხვედრილი მზის შუქი 1000-ჯერ სუსტია იმაზე, რომელსაც ჩვენი პლანეტა იღებს. ზედაპირი გაყინული მეთანით, ქვებითა და ყინულითაა დაფარული, ხოლო ბოლისმაგვარი ატმოსფერო აირადი მეთანითაა მდიდარი. იქ სრულიად განსხვავებული პირობებია, ვიდრე დედამიწაზე.

 პლუტონის ორბიტა ძალიან ექსცენტრულია (გაწელილი ელიფსი) და დიდი კუთხითაა დახრილი ეკლიპტიკის (პლანეტისა და მზის შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე) მიმართ.

 პლუტონი, ორბიტის ექსცენტრულობის გამო, მზეს ხან 4,4 მილიარდი კილომეტრის მანძილზე უახლოვდება, ნეპტუნზე უფრო ახლოს, ხან 7,4 მილიარდი კილომეტრით შორდება მას.

 ზედაპირის ტემპერატურა ცელსიუსით -220 გრადუსს უტოლდება, თუმცა მის ატმოსფეროში უფრო თბილი ზონებიც არის. ეს ჯუჯა, მზის სისტემის კიდეზე მდებარეობს და დედამიწაზე ხუთჯერ პატარაა. უცნაურია ის, რომ მეცნიერები კომპიუტერული მოდელირებით არა მარტო მზიანი დილის სურათს იღებენ, არამედ იმასაც ითვლიან, თუ რა რაოდენობის გაზია მის ატმოსფეროში, სეზონების ცვლილების მიხედვით (პლუტონი — სიცოცხლის ბოლო თავშესაფარი მზის სისტემაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.