ნეპტუნის უჩინარი თანამგზავრი

ასტრონომებმა, ”ჰაბლით” გადაღბულ ფოტოებზე მზის სიტემის ყველაზე ფარული ობიექტი, ნეპტუნის თანამგზავრი – ნაიადი, შემთხვევით აღმოაჩინეს. მისი ერთად-ერთი ფოტო ”ვოიაჯერ 2”-მა 1989 წელს გადაიღო.
”ნაიადი ჩვენს მზერას მას შემდეგ გაურბოდა, რაც ”ვოიაჯერმა” ნეპტუნის მიდამოები დატოვა და თავისი გზა გააგრძელა. თუ ნეპტუნსა და ნაიადას დედამიწიდან შევხედავთ, მათ შორის დაშორება მხოლოდ ერთი კუთხური წამი იქნება, რაც ადამიანის თმის, 50 მეტრი მანძილიდან თვალიერების ექვივალენტურია” – ამბობს მარკ შოუალთერი(SETI, ქალაქი მაუნთინ-ვიუ,ა.შ.შ.).
შოუალთერი და მისი კოლეგები ნეპტუნის მიდამოებს, მიწისზედა და კოსმოსური ტელესკოპებით, უკვე დიდი ხანია აკვირდებიან. 2013 წლის ივლისში ამ ჯგუფმა ნეპტუნის რგოლების ”ჰაბლით” კვლევისას სხვა თანამგზავრიც აღმოაჩინა – S/2004 N 1.
აქ მეცნიერებს უჩვეულო აღმოჩენა ელოდათ – 2004-09 წლებში ”ჰაბლის” მიერ გადაღებულ ფოტოებზე მათ ციური სხეული გამოავლინეს, რომელიც აქამდე უცნობი ობიექტი ეგონათ. შემდეგ, როცა ობიექტის სილუეტის ანალიზით მისი ზომა დაადგინეს – 100 კილომეტრი, მიხვდნენ, რომ ეს ნაიადია, ნეპტუნის ყველაზე უფრო უჩინარი თანამგზავრი.
შოუალთერისა და მისი კოლეგების აზრით, ნაიადის ორბიტა გაურკვეველი მიზეზების გამო შეიცვალა, რისი მიზეზიც სიჩქარის მატება შეიძლება იყოს. როგორც ასტრონომები ვარაუდობენ, ეს, ნეპტუნის შიდა რგოლების გაქრობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რამაც ნეპტუნის ახლოს მდებარე თანამგზავრების ორბიტების გადაწყობა გამოიწვია.

One comment

  1. რას ეძებს SETI-ს ჯგუფი ნეპტუნის მიდამოებში?!:)

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.