28.11.2024.
ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი(ვიდეო ნასასგან)
ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
ქართველების მიერ გადაღებული ვენერას ტრანზიტი
10 ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
ასტრონომებმა, რომლებიც ტელესკოპ „ჩანდრას“ საშუალებით იკვლევენ კოსმოსს, მიიღეს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც გალაქტიკა CID-42-დან მისი ფორმირების დროს ზემასიური შავი ხვრელი იქნა ამოგდებული. ნამჲშევარი ჟჲრნალ Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება, მოკლედ კი ამის შესახებ ScienceNow-ზე დაიწერა.
იაპონელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 1,2 ათასი წლის წინათ დედამიწამ კოსმოსური სხივებით უმძლავრესი ბომბარდირება გადაიტანა(საშიში გამა-ანთების კვალი). მეცნიერთა სტატია ჟურნალ Nature-ში გამოჩნდა, მოკლედ კი Nature News-ში.
არიზონას უნივერსიტეტის ასტრონომებმა შორეული მკრთალი გალაქტიკის სურათი გადაიღეს, ასე იგი სამყაროს დაბადებიდან სულ რაღაც 800 მილიონი წლის მერე გამოიყურებოდა.
ახალი დათარიღება ასტრონომებს გალაქტიკების ევოლუციის უკეთ გაგებაში დაეხმარებათ. ბალტიმორის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის(ა.შ.შ.) ასტრონომები ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ზუსტი დროის დადგენას ცდილობენ, ისეთ ფორმაში, როგორიც ის ახლა არის. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, ირმის ანხტომის ისტორიის შეწავლით მეზობელი გალაქტიკების ევოლუციური პროცესების გაგებაცაა შესაძლებელი.
ასტრონომებმა დღევანდელი დღისთვის ყველაზე უფრო ზუსტი მტლკიცებულება მიიღეს გალაქტიკა ანდრომედასა და ირმის ნახტომის სამომავლო შეჯახების შესახებ. ამ მასშტაბური კვლევისადმი მიძღვნილი ერთბაშად სამი სტატია დაიბეჭდება ჟურნალ The Astrophysical Journal-ში, ხოლო მოკლედ ამის შესახებ Nature News-ზე დაიწერა.
ასტრონომებმა მშვილდოსნის A-ს შავ ხვრელთან ჯეტების(მატერიის მძლავრი ამონაფრქვევი, ჭავლი) კვალი აღმოაჩინეს. ლაპარაკია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მყოფ ზემასიურ შავ ხვრელზე(arXiv.org).
კოსმოსური ობიექტების ზომებზე ლაპარაკს მაშინ აქვს აზრი, თუ მათ კატეგორიებად დავყოფთ.