„ნუსტარი“ ორბიტაზეა

 რა რჩება ვარსკლავის აფეთქების მერე? ამის გასარკვევად, ნასამ წინა კვირას დედამიწის მახლობელ ორბიტაზე თანამგზავრი გაიყვანა.

 NuSTAR – ბირთვული სპექტროსკოპული ტელესკოპი. „ნუსტარის“ შესაძლებლობა ფოკუსირება გაიკეთოს რენტგენის ხისტ სხივებს, აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენების შესასწავლად იქნება გამოყენებული. სავარაუდოდ, ეს მეცნიერებს დაეხმარება უკეთ გაიგინ თუ რა არის აფეთქების მიზეზი, რა ობიექტები ჩნდება აფეთქების მერე და რა მექანიზმია პასუხისმგებელი ნარჩენის გარე ფენების გვარვარებაზე და წარმოქმნილ გამოსხივებაზე. „ნუსტარი“ ადამიანებს მზის გვირგვინის, გალაქტიკურ გროვებში ცხელი გაზებისა და ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის ახლებურად დანახვაშიც დაეხმარება.

 რენტგენის სხივები, ისინი არ ჰგვანან მედიცინაში გამოყენებულებს, ტელესკოპში მარჯვნიდან შედიან და პარალელური სარკეების ორი რიგიდან აირეკლებიან(„ჩანდრას“ სარკეები), რომლებიც სხივებს მარცხნივ მდებარე დეტექტორებზე აფოკუსირებენ. სარკეები და დეტექტორები გრძელ და მსუბუქ დამჭერზეა მიმაგრებული, ხოლო მოწყობილობას ენერგიით მზის ბატარეები ამარაგებენ, რომლებიც მარცხნივ მაღლა ჩანან. პროექტი ნუსტარი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მოსალოდნელია, რომ სამყაროზე ახლებურად შეხედვისას, არა მარტო ნაცნობი ობიექტებისა და მოვლენების გამოკვლევა იქნება შესაძლებელი, არამედ რაიმე სრულიად ახალის აღმოჩენაც. სავარაუდოდ „ნუსტარი“ორი წელი იმუშავებს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.