NuSTAR-ი ორბიტაზე მაისის ბოლოს გავა

 Nuclear Spectroscopic Telescope Array (NuSTAR) – ეს არის ნასას მცირე თანამგზავრების(Small Explorer, SMEX) მისიის ობსერვატორია. NuSTAR-ი იქნება პირველი თანამგზავრი, რომელიც რენტგენის დიაპაზონის ხისტი(70-80 კევ.) ნაწილის საკვლევი ტელესკოპით იქნება აღჭურვილი, სრიალა არეკვლის პრინციპზე, ანუ რენტგენის და გამა-სხივები მცირე კუთხეებით აირეკლებიან(რამდენიმე გრადუსზე მცირე) ტელესკოპის სარკის ზედაპირიდან. ადრე ასეთი დიაპაზონის კვლევა მხოლოდ მაკოდირებელი აპარატურით ხდებოდა, რაც მათ მგრძნობელობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. მოწყობილობაში, მაკოდირებელი პრინციპით, წყაროს სიგნალის გამოყოფა ხდებოდა დეტექტორების მთლიანი კომპლექსის, დიდი ინსტრუმენტალური ფონიდან. სარკიანი სისტემის შემთხვეევში წყაროს ფოტონები პატარა დეტექტორზე პროეცირდება, შესაბამისად, ინსტრუმენტალური ფონის ზეგავლენა მცირდება.

NuSTAR-ის მოდელი

 NuSTAR-ის ინსტრუმენტები ორი თანაღერძული, სპეციალური ფენით დაფარული ტელესკოპებისგან შედგება, ახალი ტიპის დეტექტორებით, რაც 70-80 კევ. ენერგიებამდე ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. ტელეკოპის ფოკალური სიგრძე 10 მეტრს შეადგენს. ტელეკოპის ასეთი ფოკალური სიგრძე, თანამგზავრის მცირე ზომებში, სპეციალური, მოძრავი ფერმების საშუალებით მოხერხდება, თანამგზავრის ორბიტაზე გასვლის მერე. NuSTAR-ის პროტოტიპი(HEFT) წარმატებით იქნა გამოცდილი 2005 წელს, საჰაერო ბალონის საშუალებით.

NuSTARS-ს კონტეინერში ათავსებენ.

 ვარაუდის მიხედვით, NuSTAR-ის მგრძნობელობა 100-ჯერ მაღალი იქნება ისეთ თანამედროვე ინსტრუმენტებზე, როგორებიცაა ”ინტეგრალიდასვიფტი”. გეგმის მიხედვით მისიამ 2 წელი უნდა იმუშაოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.