ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკის წლის მთავარი კონფერენცია 4 ივლისს ჩატარდება

 როგორც ცერნის პრესრელიზში დაიწერა, 4 ივლისის დილას ცერნი სპეციალურ სემინარს ჩაატარებს, წარმოდგენილი იქნება ახალი მონაცემები ჰიგსის ბოზონის შეახებ, რომლებიც კოლაიდერის მთავარ დეტექტორებზე ATLAS და CMS-ზე მიიღეს. სემინარის და მის მერე ჩატარებული პრესკონფერენციის პირდაპირ ტრანსლაციას ცერნის სპეციალური სამსახური webcast-ი მოახდენს.

 გარდა ამისა, 12 ივლისს ცერნივე(CERN- ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრი) წარმოადგენს ახალ მოხსენებებს კოლაიდერიდან, რომლებიც სპეციალურად ნაწილაკების ფიზიკის მთავარ კონფერენციას(ICHEP-2012) ეძღვნება.

 4 -11 ივლისს მელბურნში ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ცენტრალური კონფერენცია ჩატარდება. როგორც გასულ წელს, ახლაც მოუთმენლად ელოდება ყველა დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიღებული მონაცემების გამოქვეყნებას. 9 ივლისს წარმოდგენილი იქნება ჰიგსის ბოზონის ძებნასთან დაკაშირებული ახალი შედეგები და შესაძლებელია უკვე ამ წელიწადს ოფიციალურად გამოცხადდეს მისი აღმოჩენის შესახებ. გარდა ამისა, დიდი იმედები ემყარება მძიმე მეზონების იშვიათი დაშლების შესწავლას, სწორედ აქ შეიძლება უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს ე.წ. ახალი ფიზიკის კვალი.

 ისტორია

 მოკლედ შეგახსენებთ LHC-ზე უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების ისტორიას. კოლაიდერი 2008 წლის სექტემბერს ამუშავდა, ოღონდ თითქმის მაშინვე იქნა შეჩერებული მაგნიტების ტესტირების დროს მომხდარი ავარიის გამო. მიყენებული ზიანისაგან თავის დაღწევას ერთი წელი დასჭირდა, ხოლო მონაცემთა მცირე მოცულობა მხოლოდ 2010 წლის ბლოს იქნა მიღებული. კოლაიდერის მაშინდელი შესაძლებლობებით გადამოწმებულ იქნა სტანდარტული მოდელია, ხელახლა იქნა აღმოჩენილი უკვე ცნობილი ნაწილაკები, თუმცა რაიმე პრინციპულად ახალი აღმოჩენებისთვის მაშინდელი სტატისტიკა არ იყო საკმარისი.

 სტატისტიკის დაგროვების ტემპები 2011 წლისთვის მკვეთრად გაიზარდა. მონაცემთა ანალიზების პასუხები კი უარყოფითი იყო. კერძოდ, სერიოზული დარტყმად იქცა სუპერსომეტრიის რაიმე კვლების არ არსებობა, რომელზეც მეცნიერები სტანდარტული მოდელის პრობლემათა გადაწყვეტას ვარაუდობდნენ. არ ჩანდნენ არც რაიმე ეკზოტიური და პრიცნიპულად ახალი მოვლენები. სამაგიეროდ შემჩნეული იქნა ჰიგსის ბოზონის კვალი.

 ჰიგსის ბოზონი

 ამ წელს შეჯახებები მთელი სიმძლავრით ხდებოდა – 8 ტევ(7ტევ. მაგივრად), რამაც ოდნავ კიდევ გაზარდა საინტერესო მოვლენათა ალბათობა. ჰოგსის უკვე აღმოჩენის შესახებ ხმები პრესაში დიდი ხანია ცირკულირებენ, თუმცა ყველაფერი 9 ივლისის დილას გაირკვევა.

 ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა სულაც არ იქნება რაიმე დამამთავრებელი აკორდი, პირიქით – ეს იქნება ახალი თავი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კვლევაში. მთავარი კითხვა, რომელიც ამ შემთხვევაში ფიზიკოსების წინაშე გაჩნდება არის – „ჩვენ სტანდარტული მოდელის ჰიგსს ვხედავთ თუ არა?“. დიდი ადრონული კოლაიდერის მიზანია – ახალი ფიზიკის აღმოჩენა, ხოლო ჰიგსის ბოზონის თვისებები კი ძალიან მგრძნობიარეა ჩვენი სამყაროს აღნაგობის ვარიანტების მიმართ. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დადგენას, თუ რა მასისაა იგი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, დაშლათა არხები, კავშირი სხვა ნაწილაკებთან და ა.შ.

 ახალი ნაწილაკებისა და მოვლენების ძებნა

 კოლაბორაციები, რომლებიც კოლაიდერიდან მიღებულ მონაცემებს სწავლობენ, სტანდარტული მოდელიდან გადახრებს ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე ეძებენ. თუმცა, ჰიგსის ძებნისაგან განსხვავებით, სუპერსიმეტრიისთვის სასარგებლო არანაირი ნაწილაკი და მოვლენა არ არის დაფიქსირებული. სუპერსიმეტრიის შემთხვევაში ყოველი ახალი შედეგი სულ უფრო მეტ სუპერსიმეტრიულობის თეორიებს ხურავს, რაც თეორეტიკოსებს უფრო ნაკლებად მიმზიდველი მოდელებისაკენ „დახევას“ აიძულებთ. შემთხვევითი არა, რომ ერთ-ერთი მოხსენება ICHEP-2012 -ზე, სუპერსიმეტრიის სექციაში, ასეთანაირადაა დასათაურებული „SUSY — What’s left?“(რა გვრჩება სუპერსიმეტრიიდან?). მიუხედავად ამისა, რაღაცგადახრები სტანდარტული მოდელიდან მაინც არის. ამ დროისათვის სხვა და სხვა ექსპერიმენტული ჯგუფების მიერ მიღებული იქნა მონაცემები იმის სასარგებლოდ, რომ მძიმე მეზონების(ადრონიზაცია) ზოგიერთი იშვიათი დაშლები არ ხდება ისე, როგორც სრანდარტული მოდელი წინასწარმეტყველებს. ეს პირველ რიგში არის პრდაპირი CP-დარღვევის(1) ეფექტი D და B-მეზონების მსუბუქ მეზონებად დაშლის დროს. საინეტრესო იქნება იმის გაგება, გაძლიერდა თუ არა ეს ნიშნები. ასევე შესძლებელია, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნეს B-მეზონების ზეიშვიათი მიუონ-ანტიმიუონურ წყვილებად დაშლის კვლევის შედეგებიც. ეს დაშლა თავისი „თვალმახვლობით“ ახალი ფიზიკის ძებნაში, ახალი ნაწილაკების გაჩენის მცდელობებს შეიძლება შევადაროთ, ამიტომ ამ დაშლის ალბათობის საიმედოდ ზუსტი გაზომვების შედეგები კიდევ უფრო საინტერესოა, ვიდრე ახალი ნაწილაკების პირდაპირი ძებნა.

 და ბოლოს, კონფერენცია ICHEP-2012, ბუნებრივია, არა მარტო დიდ ადრონულ კოლაიდერს დაეთმობა. მასზე მოხსენებათა დიდი რაოდენობა იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ეხება ძლიერ ურთიერთქმედებებს, ნეიტრინოების ფიზიკას, ბნელი მატერიის ნაწილაკების ძებნას, ასევე პროგრესს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის თეორიაში და ახალი ამაჩქარებლებისა და დეტექტორების(ALICE) მომავლის ტექნოლოგიებს. კონფერენციის ყოველი სამუშაო დღე სპეციალისტებს ძალიან ბევრ საინტერსოს მისცემს. კონფერენციის სიახლეებზე თვალის დევნება მის ოფიციალურ საიტზე და კონფერენციის twitter-გვერდზეც იქნება შესძლებელი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.