იუპიტერის რგოლები

 საიდან იუპიტერს რგოლები? ისინი 1979 წელს კოსმოსური აპარატის ”ვოიაჯერ -1”-ის, პლანეტასთან ახლოს ფრენის დროს აღმოაჩინეს, თუმცა მათი წარმომავლობა გამოცანად რჩებოდა. მოგვიანებით, აპარატ ”გალილეო”-დან, რომელიც იუპიტერის ორბიტაზე 1995 წლიდან 2003 წლამდე მოძრაობდა, მიღებულ იქნა მონაცემები იმის შესახებ, რომ ეს რგოლები მეტეორული სხეულების იუპიტერის პატარა თანამგზავრთან შეჯახებებით გაჩნდა. როცა მეტეორიტი ზედაპირზე ეცემა, ისეთი თანამგზავრისა, როგორიც ადრასთეაა, ძლიერი შეჯახების გამო ორთქლდება, იუპიტერის ორბიტაზე უამრავი ტალახისა და მტვრის გამოფრქვევით. გამოსახულებაზე იუპიტერის მიერ მზის დაბნელების მომენტია გამოსახული, როგორიც ის თანამგზავრ ”გალილეოდან” ჩანდა. პატარა მტვრის ნაწილაკები ატმოსფეროს ზედა ნაწილში და რგოლების შემადგენელი ნაწილაკები, სინათლის სხივებს ირეკლავს და ამით ხილული ხდება, თუმცა  სატურნისეულ რგოლებს ვერ შეედრება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.